დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეტა საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 13 მარტის №45 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 17/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.040.22.033.008.171 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.008.171
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №106
2006 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 13 მარტის №45 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 13 მარტის №45 ბრძანებაში (სსმ III, 2001 წ., №24, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამები:
ა) ზოგადი პროგრამა სამინისტროს ყველა მოხელისათვის (დანართი 1);
ბ) საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 2);
გ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 3).”.
2. დანართი №1-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბიუჯეტო სისტემა. ბიუჯეტის არსი და მისი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა და მისი სრულყოფის მიმართულებები. საქართველოს საბიუჯეტო მოწყობა. საბიუჯეტო მოწყობის პრინციპები. ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობები. საბიუჯეტო კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები. ადგილობრივი (ტერიტორიული ერთეულების) ბიუჯეტები. ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები. ბიუჯეტის დეფიციტი და მისი დაფინანსების წყაროები. საქათველოს საგადასახადო სისტემა. საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადები. ადგილობრივი გადასახადები. ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვა და მართვა. ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი მიმართულებები. ხარჯების განაწილების პრინციპები. ბიუჯეტის კაპიტალური და მიმდინარე ხარჯები. საბიუჯეტო კანონმდებლობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: ფუნქციები და უფლებები. ადგილობრივი საფინანსო ორგანოები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სუბიექტი.”
3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხელეთათვის
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფოს ეკონომიკური როლი და ფუნქციები. სახელმწიფო ფინანსების არსი და ფუნქციები. ფინანსების სახელმწიფო რეგულირება. საბიუჯეტო პოლიტიკა. ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების შემუშავება. ბიუჯეტის დამოუკიდებლობა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ზოგადი დახასიათება. ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის ურთიერთდამოკიდებულება საფინანსო სისტემის სხვა ელემენტებთან. საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა, განხილვა და დამტკიცება. საგანგებო ბიუჯეტი. ბიუჯეტის შესრულება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. სარეზერვო ფონდების არსი და მათი შექმნის წესი. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები. ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი სახეები და მათი სტრუქტურა. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. ბიუჯეტის ხარჯების დაგეგმვა.
3. საბიუჯეტო დეფიციტი და პროფიციტი. ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროები. ბიუჯეტის გარდამავალი საბრუნავი საშუალებები. დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის წესი. საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთი და მისი გამოყენების წესი. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების განწერა.
4. რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა და ფინანსები. ტერიტორიული ერთეულების ფინანსების არსი, ფუნქციები და თავისებურებანი. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო სისტემა. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საბიუჯეტო მოწყობა და მისი პრინციპები. ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო სამართლებრივი საფუძვლები. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ურთიერთობა სხვა ბიუჯეტებთან. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენა, განხილვა, დამტკიცება, ანგარიშგება და ანალიზი. დამტკიცებულ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა.
5. საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობები. შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობა. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლები საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადებიდან. საშემოსავლო გადასახადი. ქონების გადასახადი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი. საბიუჯეტო სესხი, სესხის აღების პირობები. შემოსავალი მიღებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან. შემოსავალი გრანტებიდან და ტრანსფერტებიდან. საქართველოს ადგილობრივი ბიუჯეტების კუთვნილი სხვა შემოსავლები.
6. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯები. ხარჯების ძირითადი მიმართულებები და სტრუქტურა. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ექსკლუზიური უფლებამოსილება, დელეგირებული უფლებამოსილება, ნებაყოფლობითი უფლებამოსილება.
7. საშინაო ვალი. საშინაო ვალის კატეგორიები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეები, საშინაო ვალის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.”.
4. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთათვის
1. ზოგადი საკითხები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზოგადი ფუნქციები და ამოცანები. სამინისტროს სტრუქტურა. ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები. საშუალოვადიანი მიზნები და ამოცანები. დეპარტამენტის სტრუქტურა.
2. საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო:
ა) საგადასახადო პოლიტიკა. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. ხანდაზმულობის ვადა. გადასახადის ცნება. საქართველოს საგადასახადო სისტემა და მისი პრინციპები. გადასახადების სახეები (საერთოსახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები). საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საგადასახადო კონტროლი, მისი ფორმები და მეთოდები. საშემოსავლო გადასახადი. მოგების გადასახადი. დამატებული ღირებულების გადასახადი. აქციზი. სოციალური გადასახადი. ქონების გადასახადი. სათამაშო ბიზნესის გადასახადი;
ბ) საბაჟო პოლიტიკა. საქართველოს საბაჟო პოლიტიკა. საბაჟო კანონმდებლობა. საბაჟო რეჟიმების სახეობანი. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი). რეიმპორტი. ტრანზიტი. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა. უბაჟო ვაჭრობა. გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე. გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ. დროებითი შემოტანა და/ან გატანა. თავისუფალ საბაჟო ზონაში საქონლის განთავსება და/ან გამოყენება. თავისუფალ საწყობში საქონლის განთავსება და/ან გამოყენება. გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ. ექსპორტი. რეექსპორტი. განადგურება. უარის თქმა სახელმწიფოს სასარგებლოდ. საბაჟო გადასახდელების სახეები. საბაჟო გაფორმება. დეკლარირება და საბაჟო დეკლარაციის სახეები. საბაჟო ბროკერი. საბაჟო გადამზიდველი. საბაჟო ტარიფის ცნება. საბაჟო გადასახადის ცნება. საბაჟო გადასახადის სახეები. განსაკუთრებული საბაჟო გადასახადის სახეები. საბაჟო გადასახადის გადამხდელები და დაბეგვრის ობიექტი. საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები. საბაჟო გადასახადის განაკვეთების სახეები. სატარიფო შეღავათების სახეები. საბაჟო მოსაკრებლის ცნება. საბაჟო მოსაკრებლის გადამხდელები. საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთები;
გ) საქართველოს კანონთა ნუსხა საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს მოხელეთათვის:
გ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
გ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსი;
გ.გ) საქართველოს კანონი „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ”;
გ.დ) საქართველოს კანონი „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ”.
3. საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველო:
ა) ინვესტიციები და საინვესტიციო პოლიტიკა. მოსაკრებლის ცნება, მოსაკრებლების სისტემა, მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება, მოსაკრებლის სახეები, მოსაკრებლის გადამხდელები, მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები, ინვესტიცია, საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტი და ობიექტი, საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების სამართლებრივი სტატუსი, ინვესტიციების დაცვის გარანტიები, ლიცენზიის არსი, ნებართვის არსი, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება, გადახდისუუნარობა, უიმედო სესხი, გაკოტრება და გაკოტრების საფუძვლები, რეაბილიტაცია, დივიდენდის არსი, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილების სამართლებრივი საფუძვლები, სახელმწიფო რესურსებიდან გაცემული სესხების ერთიანი რეესტრი.
ბ) საქართველოს კანონთა ნუსხა საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოს მოხელეთათვის:
ბ.ა) საქართველოს კანონი „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ”;
ბ.ბ) საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ”;
ბ.გ) საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ”;
ბ.დ) საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ”.
4. ფინანსური სტატისტიკისა და მაკროეკონომიკური სამმართველო:
ა) მაკროეკონომიკა. მაკროეკონომიკის საგანი. მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, მთლიანი ეროვნული განკარგვადი შემოსავალი. მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების მეთოდები. ფასები, ინფლაცია და ფასების ინდექსი. განსხვავება სამომხმარებლო ფასების ინდექსსა და მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორს შორის. ნომინალური და რეალური მაჩვენებლები. ეკონომიკური ზრდა. საგადამხდელო ბალანსი, მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტები. ფულის მასის აგრეგატები, მათ შორის არსებული კავშირები. საბანკო სისტემის მონეტარული მაჩვენებლები. მონეტარული კოეფიციენტები (ფულის მიმოქცევის სიჩქარე, დოლარიზაციის კოეფიციენტი, ფულის მულტიპლიკატორი) და მათი გამოთვლის მეთოდები. ვალუტის კურსი. ერთობლივი მოთხოვნა და ერთობლივი მიწოდება.
ბ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკა. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის დანიშნულება. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემა. მისი სტატისტიკის დაკვირვების სფერო. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, დამუშავება, გადაცემა და შენახვა. სტატისტიკური ანგარიშების სახეები და შედგენის პერიოდულობა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მოცვის არეალი. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის კლასიფიკაცია. ბიუჯეტის შემოსავლები და გრანტები, ხარჯები, დაფინანსების წყაროები და ვალი. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური ინფორმაციის სახეები. ფინანსური სტატისტიკის მონაცემთა დამუშავების და წარდგენის პრობლემები. შემოსავლებისა და ხარჯების კონსოლიდირება. საეთაშორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლის მეთოდოლოგია. განსხვავება სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლისა და 1986 წლის მეთოდოლოგიებს შორის და არსებული კავშირები.
5. შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო:
ა) შემოსავლების დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი. საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემის შესახებ”. კანონის მიზანი. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები. საბიუჯეტო პროცესი. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები. საგადასახადო შემოსავლები. არასაგადასახადო შემოსავლები. კაპიტალური შემოსავლები. გრანტები. შემოსულობების კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება. შემოსავლების პროგნოზირება. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება. სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვა. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წლიური ანგარიშების შემოწმება. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება. საქართველოს კანონი „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ”. კანონის მიზანი და მისი რეგულირების სფერო.
ბ) საქართველოს კანონთა ნუსხა შემოსავლების დაგეგმვის სამმართველოს მოხელეთათვის:
ბ.ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ”;
ბ.გ) საქართველოს კანონი „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ”.
6. საგადასახადო დავების განხილვისა და საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის სამმართველო:
ა) საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონი. კანონის მიღების მიზანი. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები. რესტრუქტურიზაციის საკითხის განსახილველად წამოსადგენი დოკუმენტაცია. საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა და მისი შემადგენელი ნაწილები. საწარმოს ვალდებულებები რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობებში. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა. კომისიის უფლებამოსილება და ფუნქციები. გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის პროცედურები;
ბ) საგადასახადო დავა. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირისათვის შეტყობინების გაგზავნა. საგადასახადო პერიოდი. „საგადასახადო მოთხოვნა”. „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა”. „საგადასახადო მოთხოვნის” და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” შესრულება. საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები. საგადასახადო დავის დაწყების საფუძველი. საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმები. სადაო თანხის გადახდის ვალდებულების შეჩერება. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, ან სხვა ვალდებული პირის შესაგებელი და შეტყობინება. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილება საგადასახადო ორგანოს შესაგებლის მიღების ან დადგენილ ვადაში მისი მიუღებლობის შემდეგ. საგადასახადო ორგანოს ვალდებულება შესაგებლის მიღებისას. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. საგადასახადო დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სხდომა. საბჭოს გადაწყვეტილება. საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და მისი გასაჩივრების წესი;
გ) საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ნუსხა საგადასახადო დავების განხილვისა და საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის სამმართველოს მოხელეთათვის:
გ.ა) საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ”;
გ.ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის თაობაზე”;
გ.გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ.ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
გ.ვ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №11 დადგენილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ”.
7. აზარტული თამაშების რეგულირების სამმართვლო:
ა) აზარტული თამაშების რეგულირება. აზარტული თამაშების რეგულირების სამართველოს ამოცანები, საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები. სამსახურის ფუნქციები;
ა.ა) ლატარიების, კაზინოების აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება და ღონისძიებებში მონაწილე იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის რეგლამენტირება. ამ საქმიანობის პრინციპები;
ა.ბ) განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სახელმწიფოებრივი რეგულირება და ამ მიმართულებით იურდიულ პირთა საქმიანობის რეგლამენტირება;
ა.გ) ლატარიების, კაზინოების აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების ორგანიზაციების, ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის საქმეში ზედამხედველობის განხორციელება;
ა.დ) ქვეყანაში არსებული ყველა სახის განაღდებული და გაუქმებული ქაღალდების, რეალიზაციის გარეშე დარჩენილი და მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზა და უტილიზაცია;
ა.ე) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების საპრიზო ფონდის უზრუნველყოფა. ლატარიის ბილეთებისა და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაცია. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების ნებართვებისთვის მისაღები დოკუმენტები, მათი შინაარსი. გათამაშების პირობების შეცვლის შემთხვევაში გამაშების ორგანიზატორების მოვალეობანი. ლატარიის გათამაშების მომწყობი კომისიის უფლება-მოვალეობანი;
ა.ვ) კაზინოები და სხვა აზარტული თამაშები, მათი სახეები, მოწყობისა და ნებართვების წესები. კაზინოს ორგანიზებისათვის ნებართვის მისაღები საბუთების სახეები. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის წესი;
ა.ზ) სანებართვო მოსაკრებლები. საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ”. სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები, როგორც ბიუჯეტის შემოსავლები. მოსაკრებლების სახეები. სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები და განაკვეთები. სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები, ლოტოს ტოტალიზატორის მოწყობისთვის, კაზინოებისა და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობაზე. საქართველოს კანონი „ლიცელზიებისა და ნებართვების შესახებ” და მისი რეგულირების სფერო;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნუსხა აზარტული თამაშების რეგულირების სამმართველოს მოხელეთათვის:
ბ.ა) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”;
ბ.ბ) საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ”;
ბ.გ) საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ”;
ბ.დ) საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ”;
ბ.ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე”;
ბ.ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანება „განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის” დამტკიცების თაობაზე.
5. ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს დანართი №4 და №5.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები