„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017267
90
15/11/2024
ვებგვერდი, 18/11/2024
120010000.22.026.017267
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №90

2024 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016060) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურში მიღების წესი

1. სამხედრო პოლიციაში მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, რომელსაც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს. სამსახურში მისაღები პირის მაქსიმალური ასაკი შესაძლებელია დადგინდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სამხედრო პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;

გ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და გათავისუფლებიდან არ გასულა 1 წელი;

დ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აკმაყოფილებს თანამდებობისათვის დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

ვ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ზ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

თ) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ი) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

კ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეზე, სამხედრო მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამუშაოდ მიღებაზე შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით.

4. მოსამსახურეები მუდმივ შტატზე ინიშნებიან არაუმეტეს 12-თვიანი გამოსაცდელი, განუსაზღვრელი ან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით. გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შემთხვევაში ამ ვადის ამოწურვისას სამსახურის ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანების გამოუცემლობის შემთხვევაში მოსამსახურე დაითხოვება/თავისუფლდება სამსახურიდან სამსახურის ვადის გასვლის გამო.

5. პირის სამსახურში მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამხედრო პოლიციის გამომძიებელს, იურიდიული სამსახურის თანამშრომელს, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონის იურისტს უნდა გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის თანამშრომელს – უმაღლესი საფინანსო/ეკონომიკური განათლება.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კვების კმაყოფა და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია

1. სამოქალაქო პირები კვების კმაყოფაზე აიყვანებიან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. მოსამსახურის კვების კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის, ასევე კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის დანიშვნის და მოხსნის პროცედურები განსაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

3. სამხედრო მოსამსახურეს კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია ეხსნება და/ან კვების კმაყოფიდან უნდა მოიხსნას, როდესაც მის მიმართ დაწყებულია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პროცედურები (ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტით დადგენილ შემთხვევებში) ან როდესაც ის არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს.

4. თუ სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც სურვილი გამოთქვა კონტრაქტის ვადის გაგრძელებაზე, ამოეწურა კონტრაქტით სამხედრო სამსახურის ვადა, იგი არ მოიხსნება კვების კმაყოფიდან და/ან არ მოეხსნება კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია  სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ფაქტობრივ თარიღამდე. ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე კვების კმაყოფაზე არ შეიძლება დარჩეს და/ან არ მიეცეს კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია   კონტრაქტის ვადის ამოწურვიდან ერთ თვეზე მეტი ვადით.

5. სამხედრო მოსამსახურე მოიხსნება კვების კმაყოფიდან და/ან მოეხსნება კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია სამხედრო მოსამსახურისათვის კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ჩაბარების თარიღიდან მეორე დღეს, თუ აღნიშნული თარიღი დადგა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ. კონტრაქტის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები უნდა დაიწყოს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.

6. ამ მუხლის 3-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება კვების კმაყოფიდან და/ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციიდან  მოხსნის თარიღიდან.

7. თუ სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის ბრძანებაში არ არის მითითებული დათხოვნის თარიღი, სამხედრო მოსამსახურე მოიხსნება კვების კმაყოფიდან და/ან მოეხსნება კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია არაუგვიანეს კმაყოფიდან მოხსნაზე/კომპენსაციის მოხსნაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის ბრძანების ჩაბარების დღის მე-2 დღისა. ეს პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სამხედრო მოსამსახურე კვების კმაყოფიდან მოხსნილია და/ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია მოხსნა ბრძანების გამოცემამდე.“.

4. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აყვანილი იქნება შესაბამის კვების კმაყოფაზე;“.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის გაცნობა

მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესი გაეცნობა სამსახურში მიღებისას, ხოლო ცვლილების შეტანისას ან ახალი რედაქციის დამტკიცებისას, როგორც წესი, ცვლილების შეტანის ან ახალი რედაქციის დამტკიცების დღეს.“.

8. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) დისციპლინური გადაცდომა და მის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა განისაზღვრება  ამ ბრძანების  №1 დანართით.“.

9. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო, დანამატები, კვების კმაყოფა, კვების ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაცია და სანივთე ქონების მიღების უფლება.”.

10. 131 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი)  დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამო.“.

11. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლების საფუძვლები

1. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

2. მოსამსახურე (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს:

ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე;

ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს;

დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება, ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამო;

ვ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;

ზ) მოქალაქეობის შეცვლის ან დაკარგვის გამო;

თ) სხვა დაწესებულებაში/სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით;

ი) სამინისტროს სისტემის სხვა ქვედანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით;

კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;

ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

მ) გარდაცვალების გამო;

ნ) გამოსაცდელი ვადის ამოწურვის გამო, თუ მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა უშუალო ხელმძღვანელის მიერ  გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების საფუძველზე;

ო) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო;

პ) მხარეთა შეთანხმებით, თუ მოსამსახურესთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

4. სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხორციელდება თავდაცვის კოდექსით დადგენილი წესით.

5. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



დანართი №1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო მოსამსახურეთა) დისციპლინურ გადაცდომათა ნუსხა

 


მუხლი 1. რეგულირების საგანი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო მოსამსახურეთა) დისციპლინურ გადაცდომათა ნუსხა (შემდგომში ‒ ნუსხა) განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, აგრეთვე განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, რომელიც ეკისრება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ნუსხაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა)   არაერთგზის ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა – დისციპლინური გადაცდომის ჩადენა იმ პერიოდში, როცა პირის მიმართ კვლავ მოქმედებს მანამდე იგივე ქმედებაზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;

ბ)    მოსამსახურე – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირი;

გ) დაქვემდებარებული − თანამდებობით ან/და სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის კანონიერი ბრძანება;

დ) დისციპლინური გადაცდომა – მოსამსახურის ქმედება, რომელიც არღვევს დისციპლინას და რომლის ჩამდენისათვის ეს ნუსხა ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას;

ე) სამინისტრო ‒ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ვ)  სამსახურში ან/და მივლინების ადგილას გამოუცხადებლობა – მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით:

ვ.ა) სამსახურში ან/და მივლინების ადგილას გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2 საათზე მეტი დროის დაგვიანებით გამოცხადება, ან სამუშაო დროის დასრულებამდე გამოუცხადებლობა;

ვ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურიდან ან/და მივლინების ადგილიდან დროებით გათავისუფლებული მოსამსახურის სამსახურში ან/და მივლინების ადგილიდან გამოძახების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობა;

ზ)  სამსახურში ან/და მივლინების ადგილას დაგვიანება ‒ მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით:

ზ.ა) გამოცხადება სამსახურში ან/და მივლინების ადგილას გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანებით;

ზ.ბ) კალენდარული თვის განმავლობაში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებით გამოცხადების მე-3 და ყოველი მომდევნო შემთხვევა;

თ) საპატიო მიზეზი − მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ოჯახის წევრის (პირის მეუღლე, შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი) ან ახლო ნათესავის (მშობელი, და და ძმა, შვილის/გერის შვილი და შვილიშვილი) გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია;

ი)  უფროსი – სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მიხედვით ზემდგომი პირი, რომელსაც უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანება ან დავალება დაქვემდებარებულისადმი და შეამოწმოს მისი შესრულება.

მუხლი 3. ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა

1. უფროსის დადგენილი წესით გაცემული ბრძანების დაქვემდებარებულის მიერ არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს ხელფასის 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 4. ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა, გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს ხელფასის 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 5. ავადმყოფობის სიმულაცია

1. ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 6. არასწორი ინფორმაციის მიწოდება

1. უფროსისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული განზრახ არასწორი სამსახურებრივი ან პერსონალური ინფორმაციის მიწოდება, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასის 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის პერსონალურია ინფორმაცია, რომლის მიწოდებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 7. მცდარი მონაცემების შეტანა

1. ოფიციალურ დოკუმენტში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებას ან ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 8. უკანონო ბრძანების გაცემა

1. უფროსის მიერ დაქვემდებარებულისადმი ბრძანების გაცემა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს თანამდებობიდან ჩამოქვეითებას ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 9. დაგვიანება ან სამსახურიდან ადრე წასვლა

1. სამსახურში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება ან ადრე წასვლა, გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს ხელფასის 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 10. ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა

1. ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში ან მივლინების ადგილას ან სამსახურებრივი მოვალეობის დროს ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გამოიწვევს ხელფასის 30%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.

2. ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, გამოიწვევს სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას სამ თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმე, დამდგარი შედეგი, მოსამსახურის პიროვნება და სხვა გარემოებები.

მუხლი 11. ალკოჰოლური სასმელის შეტანა

ალკოჰოლური სასმელის შეტანა (გარდა სამინისტროს ინიციატივით, სადღესასწაულო დღეების სიმბოლურად აღნიშვნის ან/და საპროტოკოლო ღონისძიების ჩატარებისას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დისლოკაციის ადგილებზე ალკოჰოლური სასმელის შეტანის შემთხვევებისა) სამსახურში ან მივლინების ადგილას, გამოიწვევს ხელფასის 30%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 12. შემოწმებისათვის თავის არიდება

ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს ხელფასის 30%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 13. ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის), მისი ანალოგის ან პრეკურსორის შეტანა

ნარკოტიკული საშუალების (მცენარე კანაფის ან მარიხუანის), მისი ანალოგის ან პრეკურსორის შეტანა სამსახურში ან მივლინების ადგილას, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 14. ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის) მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება

ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის) მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 15. ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება, დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის ფაქტის დადასტურება, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 16. ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო მოხმარება, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა

მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, სამსახურში ან მივლინების ადგილას ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 17. ფსიქოტროპული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება

ფსიქოტროპული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ შესაბამისი საექსპერტო ცნობით/დასკვნით დასტურდება, რომ პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იმყოფება კლინიკურად ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 18. აზარტულ ან გასართობ თამაშში მონაწილეობა

1. მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ სამორინეში ან სლოტ კლუბებში, ნებისმიერ აზარტულ თამაშში მონაწილეობა, ასევე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშში/აზარტულ ტურნირში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული), გარდა წამახალისებელი გათამაშებისა მონაწილეობა, გამოიწვევს ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

2. მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ სამსახურში ან მივლინების ადგილას ისეთ გასართობ თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, რომელიც ტარდება ბანქოს ან/და კამათლის გამოყენებით, აგრეთვე ნებისმიერ სხვა თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, თუ ეს თამაში ტარდება სანაძლეოს საფუძველზე ან/და მოგების მიღების მიზნით, გამოიწვევს ხელფასის 30%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 19. სამსახურებრივი ინფორმაციის ან/და პერსონალური მონაცემით უკანონოდ სარგებლობა

სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (www.pol.ge), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ERP“ ადამიანური რესურსების მართვის მოდულის პროგრამის ხედვის (მათ შორის, ნახატი, მაკეტი, რუკა, გეგმა, სქემა, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო/აუდიოჩანაწერები და სხვა) ან/და სხვისი პერსონალური მონაცემით სარგებლობა ან გამჟღავნება საკუთარი ან/და სხვა პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 20. სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება

სოციალური ქსელების, კავშირგაბმულობის ან/და მედიასაშუალებებით ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით სამინისტროს სისტემის, სამსახურის და სამინისტროს მოსამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 21. არაეთიკური ქცევა/ქცევის წესების დარღვევა

1. სამსახურში ან მივლინების ადგილას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ჩადენილი არაეთიკური ქცევა, რომელიც ამ ნუსხაში სახელდებით არ არის მოხსენებული, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესის“ და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის“ დარღვევა, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის (მათ შორის, მინისტრის მოადგილეების, თავდაცვის ძალების მეთაურის და მისი მოადგილეების ბრძანებების) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (ბრძანებების) დარღვევა, ჩადენილი გადაცდომის გათვალისწინებით, გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს ხელფასის 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 22. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება

მოსამსახურის მიერ (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) სამსახურში ან მივლინების ადგილას სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 23. სექსუალური შევიწროება

მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ პირის სექსუალური შევიწროება, თუ ამგვარი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 24. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა

1. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან სასტიკ საყვედურს.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 25. სამსახურებრივი ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება

1. სამსახურებრივი ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 26. სამსახურებრივი პირადობის მოწმობის დაკარგვა ან განადგურება ან არადანიშნულებისამებრ გამოყენება

1. სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათის), იარაღის ტარების მოწმობის, იარაღის შემცვლელი ბარათის, ლუქის ან/და ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დასაშვები საშვების დაკარგვა ან განადგურება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, გამოიწვევს საყვედურს.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სასტიკ საყვედურს ან თანამდებობიდან ჩამოქვეითებას.

მუხლი 27. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა

1. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 25%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 28. უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

სამსახურში ან მივლინების ადგილას დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე იარაღთან, საბრძოლო ტექნიკასთან ან საბრძოლო მასალებთან მოპყრობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 30%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 29. ცეცხლსასროლი იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენება

1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასის 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 30. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა

1. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სასტიკ საყვედურს ან სამსახურიდან გათავისუფლებას.