„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 013
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 19/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016128
013
19/11/2024
ვებგვერდი, 20/11/2024
110060080.70.082.016128
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №013

2024 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020; სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060) დამტკიცებულ  პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის 15​​​1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„151. ხელმძღვანელი უფლებამოსილია, პროკურორის მიერ გაწეული საქმიანობის შესაბამისად, გარდა ხელმძღვანელის შეფასების ქულისა, სათანადო დასაბუთებით, დატვირთვის კომპონენტისთვის განსაზღვრული ქულის ფარგლებში, დამატებით მიანიჭოს 5 ბონუსქულა, თუ პროკურორი კალენდარული წლის განმავლობაში ახორციელებდა საპროცესო ხელმძღვანელობას დევნადაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას:

ა)  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 14311433, 1441 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის არანაკლებ 2 საქმეზე ან არანაკლებ 6 პირის მიმართ;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22312234 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის არანაკლებ 3 საქმეზე ან არანაკლებ 9 პირის მიმართ;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 194-ე-1941, XXXV და XXXIX თავებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის მერვე კარით ან 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ცალკეული მუხლების დაჯამებით გათვალისწინებული დანაშაულების არანაკლებ 6 საქმეზე ან არანაკლებ 18 პირის მიმართ;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII და XLVII თავებით  გათვალისწინებულ დანაშაულებზე.“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 2 პუნქტი:

„152.  ამ მუხლის 151 პუნქტში მითითებული წესი გამოიყენება ამ ბრძანების 29-ე მუხლის მე-6 პუნტში მითითებული დანაყოფების პროკურორების მიმართ, თუ დატვირთვის კომპონენტის ალგორითმის მიხედვით, პროკურორი ექცევა ნაკლებად დატვირთულიდან  საშუალოზე მეტად დატვირთულ კატეგორიებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გაბიტაშვილი