დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 181 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016055 |
|
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საკრებულოს წევრის მამუკა ბაზანდარშვილის ინიციატივაა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №245 განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვრის, პატარა გორიჯვრის, რიეთის, კოშკების, დიდი გარეჯვრის და პატარა გარეჯვარის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ დამტკიცებული №2 დანართში, სოფელ დიდ გარეჯვარში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №9 ქუჩას და I, II , III და IV ჩიხს გადაერქვას ძველი სახელწოდება და ეწოდოს 1992 წელს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირის ზაზა მუნჯიშვილის სახელი.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, 1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №245 განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკრის, ბეთლემის, დიდი გორიჯვრის, პატარა გორიჯვრის, რიეთის, კოშკების, დიდი გარეჯვრის და პატარა გარეჯვრის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ დამტკიცებულ №2 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №9 ქუჩას და I, II, III და IV ჩიხს გადაერქვას ძველი სახელწოდება და №9 ქუჩას ეწოდოს ზაზა მუნჯიშვილის ქუჩა, ხოლო I, II , III და IV ჩიხს ეწოდოს ზაზა მუნჯიშვილის ქუჩის I, II , III და IV ჩიხი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები