დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის” დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 08/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 15/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.030.000.24.016.008.164 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/02/2006 - 10/03/2026)
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №4
2006 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის” დამტკიცების შესახებ
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ო) ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესი” (თან ერთვის).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი ეკისრება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
ა. ცერცვაძე
მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესი
მუხლი 1
„მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესი” მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ო) ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის შექმნისა და განსაზღვრის წესს.
მუხლი 2
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუდმივი პენსია – პენსიის სახეობა, რომელსაც საპენსიო სქემის მონაწილე იღებს პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე. მუდმივი პენსია შეიძლება იყოს ერთობლივი, რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო სქემის მონაწილეები არიან მეუღლეები და პენსია საპენსიო სქემის წესის და ხელშეკრულების შესაბამისად გაიცემა ერთ-ერთის პენსიაზე გასვლის მომენტიდან ბოლო ცოცხლად დარჩენილი მეუღლის გარდაცვალებამდე;
ბ) სახელობითი საპენსიო ანგარიში – თითოეული მონაწილის საპენსიო სახსრების მოძრაობის აღრიცხვის ფორმა, სადაც აღირიცხება საპენსიო შენატანი და საინვესტიციო მოგება;
გ) მუდმივი დანაგროვის ფონდი – დამფუძნებლის მიერ აქტუარული გაანგარიშების საფუძველზე შექმნილი ფონდი, რომელშიც ჩაირიცხება მონაწილის საპენსიო დანაგროვის ფონდის გაანგარიშებული ოდენობის თანხები პენსიის გაცემის დაწყების წინ;
დ) მუდმივი დანაგროვის ფონდის სიდიდე – მუდმივი დანაგროვის ფონდის აქტივების შეფასებული ღირებულება;
ე) აქტუარული გათვლები – მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების სისტემა, რომლებიც გამოიყენება სადაზღვევო ტარიფების გამოსათვლელად და კლიენტების წინაშე საპენსიო სქემის დამფუძნებლის მომავალი ფინანსური ვალდებულებების შესაფასებლად.
მუხლი 3
1. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ყველა მონაწილეს უხსნის სახელობით საპენსიო ანგარიშს, სადაც ირიცხება საპენსიო შენატანი და შესაბამისი საინვესტიციო მოგება, რომლის მესაკუთრეც არის მონაწილე.
2. მუდმივი პენსიის გაცემის დაწყების წინ, მონაწილის სახელობით საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული სახსრები გადადის მუდმივი დანაგროვის ფონდში.
მუხლი 4
1. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი მუდმივი პენსიების გაცემის მიზნით აქტუარული გაანგარიშების საფუძველზე ქმნის მუდმივი პენსიების გასაცემ ფონდს.
2. დროის ყოველ მომენტში მუდმივი პენსიის დანაგროვის ფონდის სიდიდე უნდა უდრიდეს ამ მომენტისათვის იმ მონაწილეთა რეზერვების ჯამს, რომელთა დანაგროვიც გადავიდა მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მონაწილეთა რეზერვების ჯამი გამოითვლება „სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის 1 ივნისის №17 ბრძანების მიხედვით.
მუხლი 5
მონაწილის სახელობით საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული სახსრები, რომელიც პენსიის გაცემის დაწყების წინ გადადის მუდმივი დანაგროვის ფონდში არ უნდა იყოს აქტუარული გაანგარიშებით დადგენილ თანხაზე ნაკლები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები