„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017872
367
12/11/2024
ვებგვერდი, 13/11/2024
200090000.22.033.017872
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №367

2024 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 611 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი :

„ა.ე) ობიექტზე ყადაღის არსებობის შემთხვევაში, ასევე  ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემული დოკუმენტი;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ობიექტებზე  შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე;

ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საბოლოო მომხმარებლის საცავზე შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი, რეგისტრაციის მიზნით, სააღრიცხვო ფორმით (დანართი №III–14) მიმართავს საგადასახადო ორგანოს და წარუდგენს სტაციონარული ობიექტით სარგებლობის შესახებ (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ დოკუმენტს.“.              

2. 612 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იცვლება სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე და, ამავდროულად, აღნიშნულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების განხორციელების მიზნით, ახალმა მესაკუთრემ, განცხადებასთან ერთად დამატებით უნდა წარადგინოს მოსარგებლე პირ(ებ)ის სტაციონარული ობიექტით სარგებლობის შესახებ (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მოსარგებლე პირად რეგისტრაცია უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ სტაციონარული ობიექტის მესაკუთრის/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირის ან მოსარგებლე პირის განცხადების საფუძველზე.  განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარედგინება სტაციონარულ ობიექტზე სარგებლობის უფლების გაუქმების (მათ შორის, შეწყვეტის) შესახებ დოკუმენტი და ამ დოკუმენტის შესაბამისად საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფლების შეწყვეტის თაობაზე.“.

3. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-ე პუნქტი:

„71. ამ ინსტრუქციის 612 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნეს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი სარგებლობის უფლების შეწყვეტის თაობაზე, არ ვრცელდება იმ პირ(ებ)თან მიმართებაში, რომელთა ობიექტის მოსარგებლე პირად რეგისტრაცია განხორციელდა 2025 წლის 1 იანვრამდე და აღნიშნული რეგისტრაციის მიზნით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილია სტაციონარული ობიექტით სარგებლობის (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) შესახებ საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი