„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017871
366
11/11/2024
ვებგვერდი, 12/11/2024
200090000.22.033.017871
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №366

2024 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი), ასევე – გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის www.eservices.rs.ge (შემდეგში – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი) გამოყენებით.

2. სამსახურის ვებგვერდის, ასევე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს ხელმოწერას/კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას. ამასთან, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს/წერილს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.“;

ბ) 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტებისთვის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია ხორციელდება ავტომატურად საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, რა დროსაც პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  ელექტრონული პორტალის შექმნისთვის დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინებით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია.

3​2. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (გარდა ფიზიკური პირისა) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია ხორციელდება ავტომატურად საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, რა დროსაც პირს „ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შესახებ“ განცხადებაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინებით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია.“;

გ) 32 პუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 – 35 პუნქტები:

,,33. ამ მუხლის მე-3 - 3​2 პუნქტების შესაბამისად,  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრაციის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიეთითება საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერს (შემდეგში – საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) და გადასახადის გადამხდელის სურვილისამებრ – ელექტრონული ფოსტის მისამართი (შემდეგში – საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი). საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირების საშუალებას. 

34. საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელთან საკონტაქტოდ ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მატერიალურ/ელექტრონული ფორმით წარდგენილ განცხადებაში/მოთხოვნაში/საჩივარში გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით საკონტაქტოდ დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი, რომელიც გამოიყენება იმ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაზეც წარდგენილია განცხადება/მოთხოვნა/საჩივარი.

35. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ  გადასახადის გადამხდელთან  სატელეფონო კომუნიკაციისას, გარდა ამ მუხლის 33-34 პუნქტებით განსაზღვრული საკონტაქტო/დამატებითი ტელეფონის ნომერზე კომუნიკაციისა, პირის იდენტიფიცირების საშუალებას წარმოადგენს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაგზავნილი  მოკლევადიანი, ერთჯერადი კოდის დადასტურება.“;

დ) მე-4 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

ე) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გადასახადის გადამხდელის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრაციის მიზნით მითითებული მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით შემოსავლების სამსახურისთვის განსაზღვრული უფლება - მოვალეობების შესრულების მიზნით.“;

ვ) 51 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. სამსახურის ვებგვერდზე ავტორიზაციის (მათ შორის,  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ორბიჯიანი ავტორიზაციის) წესს  განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.“;

ზ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ან/და საკონტაქტო  ელექტრონული ფოსტის მისამართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მიუთითოს ახალი საკონტაქტო  ტელეფონის  ნომერი ან/და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.“;

თ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაციისას, გამოიყენოს ვიდეო/აუდიო ჩანაწერების, ფოტოგადაღების და ამ მონაცემთა აღრიცხვის ტექნიკური საშუალებები, რომლის შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს შემოსავლების სამსახურის უფროსი.“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტზე თანდართული დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი