„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017870
365
11/11/2024
ვებგვერდი, 12/11/2024
200090000.22.033.017870
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №365

2024 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის:

1. დანართი №II-041-ის III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 332 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა)  „ა“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*15%);

გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამური თანხა;

დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%);“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“-„კ“ ქვეპუნქტები:

„ზ) მე-4 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

თ) მე-4 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ.4=მეოთხე სტრიქონის სვ.3*5%);

ი) მე-5 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

კ) მე-5 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ.4=მეხუთე სტრიქონის სვ.3*5%).“.

3. 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 5%-ით; ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით; სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირები; სხვა ფიზიკური პირები, მ.შ. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირები, რომელთა მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 5 პროცენტით; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გამტანი უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები, რომლებიც მონაწილეობენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში;“.

4. №II-086 დანართის IV ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. 401 მუხლის მე-8 პუნქტის:

ა) „ა“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი მოგებისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*15%);

გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი მოგებისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამური თანხა;

დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%);“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“-„კ“ ქვეპუნქტები:

„ზ) მე-4 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

თ) მე-4 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ.4=მეოთხე სტრიქონის სვ.3*5%);

ი) მე-5 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

კ) მე-5 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ.4=მეხუთე სტრიქონის სვ.3*5%).“.

მუხლი 2
2024 წლის ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნორმები.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან და გავრცელდეს 2024 წლის დეკემბრის და მის შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე წარსადგენ დეკლარაციებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი