დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №427 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 10/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.020.22.034.008.159 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.008.159
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №157
2006 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №52, მუხ. 567) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო;
ბ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო (სამმართველო);
ე) ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ვ) ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური;
ზ) სამდივნო (განყოფილება);
თ) საარქივო სამსახური;
ი) საშვთა ბიურო (განყოფილება);
კ) საცნობარო ბიურო (განყოფილება).
2. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.”.
2. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საარქივო სამსახურის ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით და მე-4 მუხლის ,,ტ”, ,,ღ”, ,,ყ” და ,,ძ” ქვეპუნქტებით.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები