დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 25 დეკემბრის N011 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 016 |
დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი |
მიღების თარიღი | 11/11/2024 |
დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 280030000.73.085.016029 |
|
პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 25 დეკემბრის №011 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2024 წლის 2 ოქტომბრის №36 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 25 დეკემბრის №011 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 28/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016024) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „კ) შემოწმება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის/თვითდასაქმებულის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით; ლ) მონიტორინგის წესი – საპენსიო სააგენტოს მიერ დამტკიცებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია: ა) პროგრამული გატანით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით; ბ) პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით; გ) ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით. აღნიშნული ფორმა შესაძლოა არჩეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: გ.ა) მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა, ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღისათვის, ან გ.ბ) საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის შემთხვევაში მისი ყოველთვიური პენსია იქნება საპენსიო სააგენტოს მიერ მონაწილის შესაბამისი განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სქესის მიხედვით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები.“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია შესაძლოა გაიცეს: ა) პროგრამული გატანით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრული წესით; ბ) პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-19 მუხლით განსაზღვრული წესით; გ) ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-20 მუხლით განსაზღვრული წესით.“. 4. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისათვის გადაცემის ფორმები „1. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მისი საპენსიო აქტივები გადაეცემა გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე(ებ)ს კანონის, წინამდებარე ინსტრუქციისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. 2. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღოს გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივები: ა) საპენსიო სქემის მონაწილე მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით, წინამდებარე ინსტრუქციის 21-ე მუხლით განსაზღვრული წესით; ბ) ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის 22-ე მუხლით განსაზღვრული წესით. მუხლი 7. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების ფორმები მონაწილე, რომელსაც შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა ან/და დაკარგავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვას, უფლებამოსილია მიიღოს მისი საპენსიო აქტივები ერთიანი გადახდით კანონით და წინამდებარე ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული წესით.“. 5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი იმ სადაზღვევო თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს მონაწილის საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების ოდენობის თანხის გადარიცხვა (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის მოცემული „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში); საბანკო ანგარიშის რეკვიზები წარდგენილი უნდა იქნეს ბანკის მიერ სველი ბეჭდით დამოწმებული ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით;“. 6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს მისი საპენსიო აქტივების ღირებულების გადახდა. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები წარდგენილი უნდა იქნეს ბანკის მიერ სველი ბეჭდით დამოწმებული ან შესაბამისი ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის გვერდიდან ჩამოტვირთული ფორმით.“. 7. მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების მიღების შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს შემოწმებას და თუ შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი აქვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების სავარაუდო შემთხვევას ან საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევას, მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს პენსიის დანიშვნის/საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შემოწმების საფუძველზე არ დგინდება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, სავარაუდოდ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში მონაწილეს/პენსიის მიმღებს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა და აღნიშნული თანხა რჩება პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. 11. თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ: ა) სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების პენსიის მიმღებისათვის/მემკვიდრისათვის გადაცემას ამ ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს დაენიშნა/გადაეცა პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო სააგენტო მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს ამ ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს დაენიშნა/გადაეცა პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“ 8. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონაწილის მიერ პენსიის პროგრამული გატანით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო განცხადების მიღების შემდეგ, აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გამოითვლის მონაწილის მიერ მისაღებ პენსიას შემდეგი ფორმულით: MP = (PA-OA) / T, სადაც: MP არის ყოველთვიური პენსია; PA არის მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულება გამოთვლის დღის მდგომარეობით და მასზე დარიცხული საინვესტიციო შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; OA შედარების შედეგად იდენტიფიცირებული ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანები; T არის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გამოთვლის დღისათვის მონაწილის, სქესის მიხედვით, სიცოცხლის მოსალოდნელი დარჩენილი თვეების რაოდენობა.“. 9. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვას მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ სადაზღვევო ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში განხსნილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაბეგვრით.“ 10. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საპენსიო სააგენტო პენსიის მიმღების საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში გახსნილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით გასცემს მის საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამის თანხას შედარების შედეგად გამოვლენილი სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პენსიის მიმღების მიერ მისაღები საპენსიო აქტივების ღირებულება დაიბეგრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“. 11. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.ყოველთვიური პენსიის ოდენობა გადაანგარიშდება შემდეგი ფორმულით: MP=PA / T, სადაც: MP არის ყოველთვიური პენსია; PA არის პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით პენსიის მიმღების საპენსიო აქტივების ღირებულება, დარიცხული საინვესტიციო შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; T არის გადაანგარიშების დღის მდგომარეობით არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით პენსიის მიმღების სიცოცხლის მოსალოდნელი დარჩენილი თვეების რაოდენობა.“. 12. 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ განცხადებით მოთხოვნილია გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანა, ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საპენსიო სააგენტო შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მემკვიდრეს, მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით; 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაიტანს გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივებს.“. 13. 25-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. შეუსაბამობის გამოვლენა 1. მონიტორინგის წესის შესაბამისად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე პენსიის/საპენსიო აქტივების შეცდომით დანიშვნა/გაცემის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს პენსიის მიმღებისათვის ან/და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისათვის გადახდილი ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება; ბ) მოახდინოს გაცემული თანხების გამოქვითვა შესაბამისი პენსიის მიმღებისათვის გადასახდელი თანხებიდან (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში) პენსიის მიმღების თანხმობის გარეშე, არაუმეტეს ყოველთვიური პენსიის 50%-ის გამოქვითვის გზით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეზღუდვის გათვალისწინების შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ვერ უზრუნველყოფს გადახდილი თანხის სრულად დაბრუნებას. ასეთ შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გამოქვითვა განახორციელოს ნებისმიერი ოდენობით, ყოველგვარი პროცენტული თუ თანხობრივი შეზღუდვის გარეშე; გ) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანილი საპენსიო აქტივები მემკვიდრის თანხმობის გარეშე დააბრუნოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე; დ) მიმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ ღონისძიებას, რაც აუცილებელი ან/და მიზანშეწონილია შეუსაბამობის გასწორების, შეცდომით გაცემული თანხის უკან დაბრუნების ან/და საპენსიო სქემის მონაწილეების და მათ მემკვიდრეთა ინტერესების შესაბამისად, მართვისა და ადმინისტრირების მიზნით.“. 14. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის და მისი მემკვიდრის პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება მუდმივად.“. 15. დანართები 1(ა), 1(ბ), 2(ა), 2(ბ) , 3(ა), 3(ბ), 4(ა) და 4(ბ) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანებაზე თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-15 პუნქტისა, ძალაში შედის 2024 წლის 1 ოქტომბრიდან. 2. ამ ბრძანების, პირველი მუხლის მე-15 პუნქტი, ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. დანართი 1 (ა). განცხადების ფორმა საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ, მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს განცხადება
საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ
მე, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე [სახელი, გვარი] (პ/ნ: ), წინამდებარე განცხადების თარიღისათვის ვარ საპენსიო ასაკის. შესაბამისად, მსურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მივიღო პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 202[-] წლის [-] № [-] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და ჩემთვის ცნობილია შემდეგი:
- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების ჩემთვის გადაცემას ამ ინსტრუქციის შესაბამისად, იგივე ფორმით. თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). - სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო სააგენტო მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადმომცემს ამ ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თანდართული დოკუმენტები: ტელეფონის ნომერი: მისამართი: ელფოსტა: მონაწილის ხელმოწერა: თარიღი:
დანართი 1 (ბ). განცხადების ფორმა საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ, მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს განცხადება საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ მე, (პ/ნ: ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის – (პ/ნ: ) (შემდგომში – მონაწილე) წარმომადგენელი, წინამდებარე განცხადების საფუძველზე, მონაწილის სახელით ვაცხადებ, რომ მონაწილე ამ განცხადების თარიღისათვის არის საპენსიო ასაკის. შესაბამისად, სურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიიღოს პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 20[..] წლის [..] № [..] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ“ ინსტრუქციას (შემდგომში – ინსტრუქცია) და როგორც ჩემთვის, ისევე მონაწილისთვის ცნობილია შემდეგი:
თანდართული დოკუმენტები: [...] ტელეფონის ნომერი: [...] მისამართი: [...] ელფოსტა: [...] მონაწილის წარმომადგენლის ხელმოწერა: თარიღი: [...]
დანართი 2 (ა). განცხადების ფორმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის მიღების შესახებ მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს განცხადება შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ
მე, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე (პ/ნ: ), წინამდებარე განცხადების თარიღისათვის ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რაც დასტურდება წინამდებარე განცხადებაზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტით. შესაბამისად, მსურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მივიღო პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 20[..] წლის [..] № [..] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში - ინსტრუქცია) და ჩემთვის ცნობილია შემდეგი:
- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების ჩემთვის გადმოცემას ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). - სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო სააგენტო მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადმომცემს ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თანდართული დოკუმენტები: [..] ტელეფონის ნომერი: [..] მისამართი: [..]
ელფოსტა: [..]
მონაწილის ხელმოწერა: თარიღი: [..]
დანართი 2 (ბ). განცხადების ფორმა შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს განცხადება შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ მე, (პ/ნ: ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის - (პ/ნ: ) (შემდგომში – მონაწილე) წარმომადგენელი, წინამდებარე განცხადების საფუძველზე, მონაწილის სახელით ვაცხადებ, რომ მონაწილე ამ განცხადების თარიღისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რაც დასტურდება წინამდებარე განცხადებაზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტით. შესაბამისად, სურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიიღოს პენსია ჩემ მიერ შერჩეული ფორმით:
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 20[..] წლის [..] № [..] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და როგორც ჩემთვის, ისევე მონაწილისთვის ცნობილია შემდეგი:
- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემას ამ ინსტრუქციის შესაბამისად, იგივე ფორმით თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). - სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო სააგენტო მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს მას ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თანდართული დოკუმენტები: 1. [...] [...] ტელეფონის ნომერი: [...] მისამართი: [...] ელფოსტა: [...]
მონაწილის წარმომადგენლის ხელმოწერა: თარიღი: [...]
დანართი 3 (ა). განცხადების ფორმა მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ მემკვიდრის მიერ წარდგენის შემთხვევაში სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს განცხადება მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების შესახებ მე, (პ/ნ: ), დაგროვებითი საპენსიო სქემის გარდაცვლილი მონაწილის - (პ/ნ: ) (შემდგომში – გარდაცვლილი მონაწილე) მემკვიდრეს, მსურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მივიღო გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 20[..] წლის [..] № [..] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში - ინსტრუქცია) და ჩემთვის ცნობილია შემდეგი:
- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების ჩემთვის გადმოცემას ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). - სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო სააგენტო მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადმომცემს ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თანდართული დოკუმენტები: [..] ტელეფონის ნომერი: [...] მისამართი: [...] ელფოსტა: [...] მემკვიდრის ხელმოწერა: თარიღი: [...]
დანართი 3 (ბ). განცხადების ფორმა მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ მემკვიდრის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს განცხადება
მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების შესახებ მე, (პ/ნ: ), დაგროვებითი საპენსიო სქემის გარდაცვლილი მონაწილის - (პ/ნ: ) (შემდგომში – გარდაცვლილი მონაწილე) მემკვიდრის - (პ/ნ: ) (შემდგომში – მემკვიდრე) წარმომადგენელი, მემკვიდრის სახელით ვაცხადებ, რომ მემკვიდრეს სურს მიიღოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემდეგი ფორმით:
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 20[...] წლის [...] № [..] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში - ინსტრუქცია) და როგორც ჩემთვის, ისევე გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის ცნობილია შემდეგი:
-სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების მემკვიდრისათვის გადაცემას ამ ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). -სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო სააგენტო მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს მემკვიდრეს, ინსტრუქციის შესაბამისად, იგივე ფორმით თუ რა ფორმითაც მან მიიღო საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თანდართული დოკუმენტები: [...] ტელეფონის ნომერი: [...] მისამართი: [...] ელფოსტა: [...]
მემკვიდრის წარმომადგენლის ხელმოწერა: თარიღი: [...]
დანართი 4 (ა). განცხადების ფორმა საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო საპენსიო აქტივების ღირებულების მიღების შესახებ მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს განცხადება საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების შესახებ
მე, (პ/ნ: ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს, საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო მსურს ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მივიღო ერთიანი გადახდით.
ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 20[..] წლის [..] № [..] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და ჩემთვის ცნობილია შემდეგი:
-სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების ჩემთვის გადმოცემას ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). -სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო სააგენტო მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადმომცემს ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მივიღე საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თანდართული დოკუმენტები: [...]
ტელეფონის ნომერი: [..] მისამართი: [..] ელფოსტა: [..]
მონაწილის ხელმოწერა: თარიღი: [..]
დანართი 4 (ბ). განცხადების ფორმა საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო საპენსიო აქტივების ღირებულების მიღების შესახებ მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს განცხადება საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივები მიღების შესახებ
მე, (პ/ნ: ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის - (პ/ნ: ) (შემდგომში – მონაწილე) წარმომადგენელი, ვაცხადებ, რომ საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო მონაწილეს სურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო აქტივები მიიღოს ერთიანი გადახდით. ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 20[..] წლის [..] № [..] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემა-დანიშვნის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია) და როგორც ჩემთვის, ისევე მონაწილისთვის ცნობილია შემდეგი:
- სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებულად მიჩნეული თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი საპენსიო აქტივების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემას ამ ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). - სახეზეა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევა, საპენსიო სააგენტო მოქმედებს მონიტორინგის წესის შესაბამისად და აღნიშნულის შედეგად, მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მიღებულ თანხებს გადასცემს მას ინსტრუქციის შესაბამისად, იმავე ფორმით, თუ რა ფორმითაც მან მიიღო პენსია/საპენსიო აქტივები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თანდართული დოკუმენტები: [...] ტელეფონის ნომერი: [..] მისამართი: [..] ელფოსტა: [..] მონაწილის წარმომადგენლის ხელმოწერა: თარიღი: [...] |
|
დოკუმენტის კომენტარები