დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 07/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.79.092.016023 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და გავლის წესის
1. მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლა“. 2. 32-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. სტაჟირებისა და პრაქტიკის პროცესის ორგანიზება“. 3. 32-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში (გარდა საგამოძიებო დეპარტამენტისა) სტაჟირების გავლის წესი და პირობები, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში პრაქტიკის გავლის წესი და პირობები მტკიცდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 4. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „41. კომისია უფლებამოსილია საერთო ვადაზე ადრე (მაგრამ არაუადრეს 6 თვისა) ჩაატაროს გასაუბრება და მოახდინოს სტაჟიორ-გამომძიებელთა შეფასება, რა დროსაც ითვალისწინებს სტაჟირების მიმდინარეობისას სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ მიღებულ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეფასებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები