,,სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 25/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
72
24/03/2008
სსმ, 45, 25/03/2008
000000000.00(0).000.000000
,,სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №72

2008 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„ სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის №62 დადგენილების (სსმ III, 2008 წ., №41, მუხლი 477) პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში „ სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პრინციპები, წესი და პირობები“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის „ 41“ პუნქტი:

„ 41. სსიპ – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა უზრუნველყოს №2 დანართით გათვალისწინებული შესყიდული აღჭურვილობის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიწოდება (შენახვის მიზნით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით უზრუნველყოს „ სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრივატიზების შესაბამისი ფორმის გამოყენების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მომზადება №2 დანართით გათვალისწინებული აღჭურვილობის პროგრამის ბენეფიციარებისათვის საკუთრების უფლებით გადასაცემად.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე