ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალქვაში მდებარე პროფესორ აკაკი იობაშვილის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და ხარების სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალქვაში მდებარე პროფესორ აკაკი იობაშვილის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და ხარების სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93243064
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016025
გ-93. 93243064
01/11/2024
ვებგვერდი, 06/11/2024
000000000.00.167.016025
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალქვაში მდებარე პროფესორ აკაკი იობაშვილის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და ხარების სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-93. 93243064

2024  წლის  1 ნოემბერი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალქვაში მდებარე პროფესორ აკაკი იობაშვილის ქუჩისათვის  სახელის გადარქმევისა და ხარების სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“  შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულებით:     

მუხლი 1

გადაერქვას სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალქვაში(ლელიანის ადმინისტრაციული ერთეული) მდებარე პროფესორ აკაკი იობაშვილის ქუჩას და დაერქვას ხარების ქუჩა, თანდართული რუკის შესაბამისად.     

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი  თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი  5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  კარლო ჯამბურია