ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93243062
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016024
გ-93. 93243062
01/11/2024
ვებგვერდი, 06/11/2024
000000000.00.167.016024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №-93. 93243062

2024 წლის 1 ნოემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის  სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:

 მუხლი 1

მიენიჭოს დავით სოსლანის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში (ლელიანის ადმინისტრაციული ერთეული) მდებარე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

 მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად.

 მუხლი 4

 განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 მუხლი 5

 განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              კარლო ჯამბურია