დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 381 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.10.003.024776 |
|
„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №258 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №258 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2019, 120000000.10.003.021275) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 1. თავდაცვის კოდექსის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 2005 წლის 2 მარტს ხელმოწერილი „საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის შეთანხმების“ შესაბამისად და „საქართველოსა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის ნატოს ოპერაციების/წვრთნების განხორციელებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ“ 2006 წლის 11 მაისის ურთიერთგაგების მემორანდუმის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით: 1. დამტკიცდეს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფცია. 2. შეიქმნას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე; გ) საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; თ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე; ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე; ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე; პ) სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სსიპ − საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, შპს „საქაერონავიგაციის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა უფლებამოსილი წარმომადგენლები, უწყებათაშორისი კომისიის ანდა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები