თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის და დაბა სიონის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის და დაბა სიონის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-131. 131243054
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016026
გ-131. 131243054
31/10/2024
ვებგვერდი, 04/11/2024
000000000.00.154.016026
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის და დაბა სიონის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება Nგ-131. 131243054

31 ოქტომბერი 2024 წელი

დაბა თიანეთი

 

 

 

თიანეთის  მუნიციპალიტეტის  დაბა თიანეთისა და დაბა სიონის  უსახელო  ქუჩების  სახელდების  შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთისა და დაბა სიონის უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელი დანართი №1-ის და თანდართული რუკების შესაბამისად.

2 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით, თიანეთის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.

 

 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                            სოსო მამულაშვილი