თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ზენამხარის, ივლიაანთგორის და ლახატოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ზენამხარის, ივლიაანთგორის და ლახატოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-131. 131243052
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016024
გ-131. 131243052
31/10/2024
ვებგვერდი, 04/11/2024
000000000.00.154.016024
თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ზენამხარის, ივლიაანთგორის და ლახატოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება Nგ-131. 131243052

 2024 წლის 31 ოქტომბერი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის  ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ ზენამხარის, ივლიაანთგორის და ლახატოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეულის –  სოფელ ზენამხარის, ივლიაანთგორის და ლახატოს უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელი თანდართული რუკების შესაბამისად.

2 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით, თიანეთის რაიონულ სასამართლოში, მისამართი:  დ. თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   სოსო მამულაშვილი