ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 335
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016012
335
30/10/2024
ვებგვერდი, 04/11/2024
000000000.00.160.016012
ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №335

2024 წლის 30  ოქტომბერი 

ქალაქი რუსთავი

ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის  7 ოქტომბრის MRDI  N01/2043 (შემოსული დოკუმენტი: N04-39242821-39; 08.10.2024 წელი) წერილის გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ერთეულში, გიორგაძის ქუჩის №8 კორპუსის მიმდებარედ არსებულ უსახელო სკვერს, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის  გიორგი ანწუხელიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტანქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი

მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   ალექსანდრე ბერიძე