დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018609 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის გელა თიგიშვილის სახელი; 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ: ა) სსიპ ქალაქ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის ვაჟა თოდუას სახელი; ბ) სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის ზაზა ჩხაიძის სახელი. |
| მუხლი 2 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის 23-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
“; 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
“; 3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის: ა) მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
“; ბ) მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : ,,
“. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები