საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 187/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018606
187/ნ
05/11/2024
ვებგვერდი, 06/11/2024
010020000.22.022.018606
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №187/ნ

2024 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე