ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.34.22.731,05.34.22.732) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.34.22.731,05.34.22.732) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016669
53
31/10/2024
ვებგვერდი, 01/11/2024
010250050.35.132.016669
ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.34.22.731,05.34.22.732) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2024 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.34.22.731, 05.34.22.732) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.34.22.731, 05.34.22.732) დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.34.22.731, 05.34.22.732) ობიექტის პროექტირებისას არქიტექტურული პროექტი შეთანხმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი თავდგირიძე