„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016666
50
31/10/2024
ვებგვერდი, 01/11/2024
010250050.35.132.016666
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2024 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2023 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 15/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016578) და განაშენიანების დეტალური გეგმა ჩამოყალიბდეს ამ დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
განემარტოს შპს „გრინკოს“ (ს/N445487492), რომ საპროექტო ობიექტის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე საჭიროა განხორციელდეს წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის შეთანხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმა გამოცხადდება ძალადაკარგულად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი თავდგირიძე