საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „სპექტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „სპექტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 183/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018602
183/ნ
05/11/2024
ვებგვერდი, 06/11/2024
010020000.22.022.018602
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „სპექტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №183/ნ

2024 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის კოლეჯ „სპექტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ  „სპექტრის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ქართულ ენაზე) ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ინგლისურ ენაზე) ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (ქართულ ენაზე) ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე