საჯარო სამართლის იურიდიული პირის კოლეჯ - ,,ფაზისის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის კოლეჯ - ,,ფაზისის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 181/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018600
181/ნ
05/11/2024
ვებგვერდი, 06/11/2024
010020000.22.022.018600
საჯარო სამართლის იურიდიული პირის კოლეჯ - ,,ფაზისის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №181/ნ 

2024 წლის 5 ნოემბერი

ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  კოლეჯ ,,ფაზისის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ ,,ფაზისის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ქართულ ენაზე), ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ინგლისურ ენაზე), ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (ქართულ ენაზე), ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე