დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.161.016593 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტები:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი; ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი; გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები; დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო. |
| მუხლი 2 |
1. დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 300 000 (სამასი ათასი) ლარი; დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 300 000 (სამასი ათასი) ლარი; დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 300 000 (სამასი ათასი) ლარი; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი; ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 იანვრის №4 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 200230000.35.161.016306).
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები