დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/624 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/383 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/10/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016877 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 18/07/2024, 240110000.05.001.102338) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/624 ბრძანებაში (matsne.gov.ge, 27/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016618) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. № 67.“. 2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კოდექსის 421 – 425 და 427 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1 -ვ2“ ქვეპუნქტები: „ვ1) კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ვ2) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს უფროსის დადგენილების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს;“. 4. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; 5. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმების განხორციელება იმ ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებზე, რომლებზეც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია სააგენტო, კერძოდ: სამშენებლო პროდუქტები, მანქანა-დანადგარები, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები, წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლები, ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დეპარტამენტის წლიური და კვარტალური ზედამხედველობის გეგმების პროექტების შემუშავება და სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ა.გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დეპარტამენტის წლიური და კვარტალური ზედამხედველობის გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ვ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის მიწოდება;“; ა.დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება და სააგენტოს უფროსის შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;“; ა.ე) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები: „ნ1) კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ნ2) კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ორგანიზება და სააგენტოს უფროსის შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.“; ა.ვ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა.“; ა.ზ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1 . კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში გამართულ სხდომებში მონაწილეობის მიღება.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმების განხორციელება იმ ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ სამომხმარებლო პროდუქტებზე, რომლებზეც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია სააგენტო, კერძოდ: სანთებელები, შეცდომაში შემყვანი პროდუქტები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, სათამაშოები, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები, თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლები (საქვაბე დანადგარი), ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობები, რადიომოწყობილობები, „ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ დაფარული პროდუქტები და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული ენერგომომხმარებელი პროდუქტები;“ ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დეპარტამენტის წლიური და კვარტალური ზედამხედველობის გეგმების პროექტების შემუშავება და სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;“; ბ.გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ე) დეპარტამენტის წლიური და კვარტალური ზედამხედველობის გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ვ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის მიწოდება;“ ბ.დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება და სააგენტოს უფროსის დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;“; ბ.ე) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები: „ნ1) კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ნ2) კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ორგანიზება და სააგენტოს უფროსის შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.“; ბ.ვ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა“; ბ.ზ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში გამართულ სხდომებში მონაწილეობის მიღება.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება და გადაცემა, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი. სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია; ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება; გ) საარქივო საქმის წარმოების უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების ვადების კონტროლი და შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა-შენახვის უზრუნველყოფა; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსის ორგანიზება; ზ) სააგენტოს ბიუჯეტის, საშტატო რიცხოვნობის, საშტატო განრიგის, საწვავისა და საკომუნიკაციო ლიმიტების სამინისტროსთან შეთანხმების მიზნით, საჭირო პროცედურების განხორციელება; თ) კადრების აღრიცხვის, მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელება, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულებების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება, სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის დისციპლინის კონტროლი; ი) საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა, საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადება, სააგენტოს ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი სამინისტროში და ხაზინაში წარდგენა; კ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა, სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს აქტივებისა და პასივების აღრიცხვაანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი და განხილვა, წინადადებების შემუშავება ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად; ლ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება; მ) სააგენტოს ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი; ნ) სააგენტოს ლოკალური კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება; ო) ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; პ) ქსელის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა; ჟ) სხვადასხვა სახის კომუნიკაციების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; რ) სამსახურში დოკუმენტბრუნვისა და დოკუმენტების შენახვის უზრუნველყოფა საქმისწარმოების ერთიანი წესების დაცვით; ს) სამსახურიდან გასაგზავნი დოკუმენტების რეგისტრირება, დახარისხება, გამრავლება, კონვერტირება, გასაგზავნად მომზადება და შესაბამისი ელექტრონული რეესტრის წარმოება; ტ) ერთიანი ელექტრონული სისტემის სრულყოფილი მუშაობის უზრუნველყოფა და სისტემაში დაფიქსირებული შეცდომების გასწორება; უ) ერთიანი ელექტრონული სისტემის კონტროლის, დაარქივების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ფ) ერთიანი ელექტრონული სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ქ) სააგენტოს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების უზრუნველყოფა; ღ) სააგენტოს არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა; ყ) მასობრივი ინფორმაციების საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სააგენტოს უფროსის ურთიერთობის კოორდინირების უზრუნველყოფა; შ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და ანალიზის უზრუნველყოფა; ჩ) ვებპორტალის ფუნქციონირების უზრუნველყოფა: ინფორმაციის განთავსება, აქტუალიზაცია და ადმინისტრირება; ც) სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული დადგენილებებისა და კოდექსის 427 მუხლის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ძ) კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე სააგენტოს თანამშრომლების და საზოგადოების ინფორმირება; წ) დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტოს ერთიანი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება და სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ჭ) დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტოს ერთიანი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება; ხ) სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა; ჯ) კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“; დ) მე-4 პუნქტის: დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა.“; დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში გამართულ სხდომებში მონაწილეობის მიღება და სააგენტოს უფროსის შესაბამისი დადგენილებების პროექტების მომზადება.“ დ.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტი: „ზ1) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ზ2) კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტოს უფროსის დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები