დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტში მომსახურებაზე სავალდებულო სერტიფიკაციის ეტაპობრივად შემოღების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/05/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 29/05/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000180.01(2).003.000277 |
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრისა და საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის
სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №28/76
1998 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტში მომსახურებაზე სავალდებულო სერტიფიკაციის ეტაპობრივად შემოღების შესახებ
საქართველოს კანონების ,,პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ პრაქტიკული რეალიზაციისა და საავტომობილო ტრანსპორტში მომსახურეობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ:
1. დამტკიცდეს საავტომობილო ტრანსპორტში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული მომსახურების თანდართული ნუსხა. საავტომობილო ტრანსპორტში მომსახურების სერტიფიკაცია შემოღებულ იქნეს ეტაპობრივად
– 1998 წლის 1 ივნისიდან:
– ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების;
– ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტის;
1998 წლის 15 ივნისიდან:
– საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის მომსახურების;
– საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის მომსახურების;
– მძღოლებისა და სპეციალისტების მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის მომსახურების;
2. აღნიშნულ ვადამდე განხორციელდეს საჭირო ღონისძიებანი სასერტიფიკაციო ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) ქსელის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის.
3. საავტომობილო ტრანსპორტში მომსახურებაზე სავალდებულო სერტიფიკაციის შემოღების დღიდან აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სერტიფიკაციას დაქვემდებარებული მომსახურების გაწევა შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე.
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ბატონ რ. გიორგაძეს და საქსტანდარტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ გ. ფერიშვილს.
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მ. ადეიშვილი
საქართველოს სტანდარტიზაციის,
მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარე ჯ. მანჯგალაძე
ერთობლივი ბრძანების დანართი
საავტომობილო ტრანსპორტში სავალდებულო სერტიფიკაციას
დაქვემდებარებული მომსახურეობის ნუსხა
მომსახურეობა, რომელზედაც სავალდებულო სერტიფიკაცია შემოღებულ იქნება 1998 წლის 1 ივნისიდან:
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება:
– სარეგლამენტო სამუშაოები (ტექნიკური მომსახურების სახეების მიხედვით);
– საგარანტიო რემონტი;
– გასუფთავება-გარეცხვის სამუშაოები;
– შეზეთვა-გამართვის სამუშაოებები;
– საკონტროლო-დიაგნოსტიკური სამუშაოებები;
– კვანძების, აგრეგატებისა და სისტემების საკონტროლო-დიაგნოსტიკური და სარეგულირებელი სამუშაოები;
– ბენზინის ძრავების კვების სისტემის რეგულირება;
– დიზელის ძრავების კვების სისტემის რეგულირება;
– ავტომობილებზე ელექტროტექნიკური სამუშაოები.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტი:
– კვანძების, აგრეგატების შეცვლასთან და დამატებითი მოწყობილობების დაყენებასთან დაკავშირებული სამონტაჟო და სამაგრი სამუშაოები;
– ძრავების რემონტი;
– გადაცემათა კოლოფისა და ხიდების რემონტი;
– დაკიდებისა და საჭით მართვის სისტემის რემონტი;
– სამუხრუჭე სისტემის რემონტი;
– ელექტრომოწყობილობის რემონტი;
– სათუნუქე-საშემდუღებლო სამუშაოები;
– სამეთუნეო სამუშაოები;
– შეღებვისათვის მომზადება და შეღებვა;
– ანტიკოროზიული და ხმაურსაწინააღმდეგო დამუშავება;
– საბურავების სამონტაჟო სამუშაოები;
– თვლების სტატიკური და დინამიკური ბალანსირება;
– საბურავების და კამერის ადგილობრივი დაზიანების რემონტი;
– საბურავების აღდგენა ახალი პროტექტორის დადების მეთოდით;
– საბურავების მიღება ახალი პროტექტორის დადების მეთოდით აღდგენისათვის;
– რემონტისათვის დეტალების აღდგენა;
– საზეინკლო-მექანიკური სამუშაოები;
– გაყიდვის წინა მომზადება;
– სამჭედლო და სარესორო სამუშაოები.
მომსახურება, რომელზედაც სავალდებულო სერტიფიკაცია შემოღებული იქნება 1998 წლის 15 ივნისიდან.
საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის მომსახურება:
– საერთაშორისო;
– საქალაქთაშორისო;
– საქალაქოო;
– სარაიონო;
– საგარეუბნო.
საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვების მომსახურება:
– საერთაშორისო;
– შიდა;
მძღოლებისა და სპეციალისტების მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის მომსახურება.
დოკუმენტის კომენტარები