დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016109
71
22/10/2024
ვებგვერდი, 30/10/2024
000000000.00.152.016109
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №71

2024 წლის 22 ოქტომბერი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ ვარსიმაანში პირველ ქუჩას და სოფელ ვარსიმაანის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ ვარსიმაშვილის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ –  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   კახაბერ ჩიტაური