დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ,,ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 163, 14/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.001.166 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №221
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 მაისის №91 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №64, მუხლი 673) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
გრიგოლ მგალობლიშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
დავით ჩანტლაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი მელაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ჯუმბერ ხატიაშვილი – ბიზნესსექტორის წარმომადგენელი
ნინო ჟვანია – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები