„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017504
79
28/10/2024
ვებგვერდი, 29/10/2024
140120000.22.034.017504
„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №79

2024 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2023, 140120000.22.034.017382) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია, გამოსახული ჯოულებში:

ი.ა) იმ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებზე, რომელთა ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია მხოლოდ მათი სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;

ი.ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებზე;“;

ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ფლობერის ტიპის ვაზნის გასასროლად განკუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღზე.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცეცხლსასროლ იარაღზე.“;

ბ) 9 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. ცეცხლსასროლი იარაღიდან (გარდა პისტოლეტის ან რევოლვერის სისტემის იარაღისა), ხოლო ფლობერის ტიპის ვაზნის გასასროლად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის წარმოდგენისას – ნებისმიერი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის შედეგად ტყვიამჭერში გასროლილი ტყვიის გარსის მთლიანობის დარღვევის (დაზიანების/დაშლის) შემთხვევაში, სააგენტოს მოსამსახურე უზრუნველყოფს მხოლოდ მასრის ნიმუშების ამოღებას და ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული წესით ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის გადაცემას.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბალისტიკური შემოწმებისას პნევმატური იარაღიდან გასროლის მიზანია გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) დადგენა. გასროლა სავალდებულოა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული, რეგისტრაციას დაქვემდებარებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებიდან და ფიზიკური პირის კუთვნილი იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებიდან, რომელთა ტარება დასაშვებია მხოლოდ მათი სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ (გასროლა შეიძლება არ განხორციელდეს, თუ გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის დადგენა შესაძლებელია პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტაციით, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დასკვნით ან სააგენტოსთვის ხელმისაწვდომი სხვა დოკუმენტაციით).“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს (სააგენტოს მოსამსახურეს) არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა პნევმატური იარაღიდან გასროლისას იარაღის დაზიანებისთვის, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური