დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 09 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.133.016395 |
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის ტარიფები ადმინისტრაციული ერთეულების შესაბამისად, შემდეგი ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფის შეღავათიანი ფასდაკლებით (50%) სარგებლობის უფლება მიეცეთ:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს; ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს; გ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს; დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; ე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ავტორიზებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. |
| მუხლი 3 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება“; ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სკოლების მასწავლებლებს. |
| მუხლი 4 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) მგზავრთა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით სამგზავრო ტარიფების, ასევე ფასდაკლების სისტემის მგზავრობის საფასურის მოკრებას უზრუნველყოფს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ (ს/კ 245445200) მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ან მისი ქვეკონტრაქტორი), რომელიც გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში ასევე უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებით მოსარგებლე პირების მიმართ გასაცემი შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელთა მიმართაც უნდა ჰქონდეს წვდომა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს (ან მის კონტრაქტორს).
|
| მუხლი 6 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის (ან მისი კონტრაქტორისთვის) და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ არანაკლებ თვეში ერთხელ, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით და მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და აზალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას; ბ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“; გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ან/და სოციალური მომსახურების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს; დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას. |
| მუხლი 7 |
ამ დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით. |
| მუხლი 8 |
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ან მისი კონტრაქტორი) შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა) ბარათის დაბლოკვას ან უფასო და შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლების გაუქმებას. |
| მუხლი 9 |
სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის, აღდგენის, დაბლოკვის, განბლოკვის და ბარათთან დაკავშირებულ სხვა პირობებს განსაზღვრავს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ან მის, კონტრაქტორი) შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტთან“ შეთანხმების საფუძველზე. |
| მუხლი 10 |
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ამ დადგენილებით განსაზღვრული უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ. |
| მუხლი 11 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ ამ დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სტანდარტული ოდენობის შესავსებად თანხების ანაზღაურება. |
| მუხლი 12 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები