„ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.024767
372
28/10/2024
ვებგვერდი, 29/10/2024
330090000.10.003.024767
„ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №372 

2024 წლის 28 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2019, 330090000.10.003.021278) და დადგენილებით დამტკიცებულ „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებას დაემატოს  შემდეგი შინაარსის „11“ მუხლი:

„მუხლი 11

იმ ობიექტებზე, რომლებზეც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემის/წერილობითი შეტყობინების მიზნით ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა/განხორციელებულია წერილობითი შეტყობინება ან განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების მიზნით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ან დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა,  ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული ძირითადი დებულებებით განსაზღვრული პირობების  გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს ნებართვის მაძიებელი/დაინტერესებული პირი.“.

2. წესის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) განსაკუთრებული რეგულირების ზონის ტერიტორიაზე დამტკიცებული განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

3. წესის დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

ფუნქციური ზონები

 

სამშენებლო ზონები

სამშენებლო ქვეზონები

-1

-2

-3

განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე ()

 
 

საცხოვრებელი ზონა (სზ)

სააგარაკე-საცხოვრებელი ზონა (სზ-1)

0.5

0.8

0.3

15*

 

დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-2)

0.5

1.2

0.3

15*

 

საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3)

0.5

1.8

0.3

-

 

მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-4)

0.5

2.5

0.3

-

 

შერეული ზონა

(შზ)

სასოფლო-სამოსახლო ზონა (შზ-1)

0,5

0.8

0.3

-

 

ცენტრის ზონა (შზ-2)

0.5**/0.7

3.5

0.2

-

 

საქმიანი ზონა (შზ-3)

0.5**/0.7

4.6

0.2

-

 

საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (შზ-4)

0.2

-

0.8

15*

 

კომერციული ზონა (შზ-5)

0.7

-

0.2

15*

 

ინდუსტრიული ზონა (იზ)

საწარმოო ზონა (იზ-1)

-

-

0.2

-

 

სამრეწველო ზონა (იზ-2)

-

-

0.2

-

 

სპეციალური ზონა (სპზ)

კლასტერების ზონა (სპზ-1)

-

-

0.2

-

 

სხვა სპეციალური ზონა (სპზ-2)

-

-

0.2

-

 

 

* გამონაკლისები რეგულირდება განაშენიანების დეტალური გეგმით.

** საგამონაკლისო წესით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციით (მათ შორის, მრავალფუნქციური შენობის დომინირებულად მრავალბინიანი საცხოვერებელი სახლის ფუნქციით) განვითარების შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე