„ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024765
370
28/10/2024
ვებგვერდი, 29/10/2024
300160070.10.003.024765
„ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №370

2024 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/08/2017, 300160070.10.003.020107) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ტექნიკური  მოთხოვნები

1. ამ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე (ხმაურის დონის ექსპერტული შეფასება), ნორმირებადი პარამეტრია ხმაურმზომის A სკალით გაზომილი ბგერის დონე LAდბA მუდმივი ხმაურის, ხოლო ბგერის ეკვივალენტური დონე LAეკვდბA – არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის შემთხვევაში.

2. საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები (ბგერის დონეები) განსაზღვრულია №1 დანართით.

3. ქარის ელექტროსადგურებთან მიმართებით აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები (ბგერის დონეები) განსაზღვრულია №11 დანართით.

4. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღისა (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის, ხოლო ქარის ელექტროსადგურებთან მიმართებით − დღისა (07:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე) და ღამის (22:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.

5. აკუსტიკური ხმაურის დონის გაზომვა ტარდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, ამ დოკუმენტით განსაზღვრული წესით (დანართი №2).“.

2. №1 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის №11 დანართი („ქარის ელექტროსადგურებთან მიმართებით აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები (ბგერის დონეები)“):

„დანართი №11

ქარის ელექტროსადგურებთან მიმართებით აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები (ბგერის დონეები)

დასაშვები ნორმები

1 საათი LAეკვდბA

ტერიტორიების გამოყენებითი ფუნქციები

დღე – 07:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე

ღამე – 22:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე

ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან საცხოვრებელ სახლებს, ინსტიტუციურ ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებებს

55

45

ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან ინდუსტრიულ ან/და კომერციულ დაწესებულებებს

70

    70.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე