შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ლიკვიდატორი
მიღების თარიღი 18/10/2024
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2024
სარეგისტრაციო კოდი
0
18/10/2024
ვებგვერდი, 29/10/2024
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ლიკვიდატორი

განცხადება

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 7 ოქტომბრის №414 განკარგულების საფუძველზე, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტს“ (ს/კ: 404474172) გაუუქმდა რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
 

იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;

2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. №1 (ტელ.: 599 511 382,  ელფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

 

ლიკვიდატორი                                          როინ ცაციაშვილი