დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 365 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.024760 |
|
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, №10, 28/01/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების“:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში გაწეული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 150 000 ქულას, ასევე მინდობით აღზრდის მომსახურებიდან მოთავსებულ, სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ და გადაუდებელი წესით ჩარიცხულ ბენეფიციარებს, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გაწეული მომსახურება სრულად დაუფინანსდებათ დღეში 16 ლარის ოდენობით, ხოლო იმ სათემო ორგანიზაციებში, რომლებიც არ არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან მათი ფილიალები − ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ხანდაზმულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 30 ლარის ოდენობით, შშმ პირების შემთხვევაში – დღეში 35 ლარის ოდენობით; შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში − დღეში 40 ლარის ოდენობით, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – დღეში 70 ლარის ოდენობით, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – დღეში 100 ლარის ოდენობით, 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – დღეში 55 ლარის ოდენობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – დღეში 35 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – დღეში 40 ლარის ოდენობით; ბ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არცერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით, სრულად: ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციებში: ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში – დღეში 30 ლარის ოდენობით, შშმ პირის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის: შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 70 ლარის ოდენობით, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით, 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 55 ლარის ოდენობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით.“. 2. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი: „მუხლი 5. გარდამავალი დებულება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაფინანსების პირობები აგრეთვე ვრცელდება 2024 წლის 1 ნოემბრისთვის შესაბამის სპეციალიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ ბენეფიციარებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები