დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 24/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170120.57.069.016205 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21.05.2015, 040170120.57.069.016059) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სტუმარი – პირი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, სისტემაში რეგისტრაციის გარეშე, გაეცნოს სისტემაში არსებულ ინფორმაციას რეგისტრირებული მომხმარებლებისა და ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ასევე პირდაპირ რეჟიმში დააკვირდეს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს და გაეცნოს სისტემის CMR, SMP და ePLAN მოდულებში არსებულ მონაცემებს. სტუმრის მიერ სისტემაში შესვლის შემდეგ, მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით ერთჯერადი ვერიფიკაციის გავლის შემთხვევაში, მას დამატებით აქვს შესაძლებლობა, დადგენილი წესით, წარადგინოს მოსაზრება SMP მოდულში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები