დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 27/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.050.22.028.008.187 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.187
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
2006 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
,,კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის თანახმად:
1. 2006 წლის 1 მარტამდე ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია.
2. შეიქმნას სახელმწიფო ფილარმონიის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ლევან დავითულიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
თამარ ქვარიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
თეა ონიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული სამსახურის უფროსი;
გელა ჯაჭვაძე – სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
ზურაბ მიმინოშვილი – სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი;
მერაბ დონაძე – სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი;
ნაზი ძაძამია – სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ბუღალტერი.
3. დაევალოს კომისიას სახელმწიფო ფილარმონიის ლიკვიდაციის მიზნით, 2006 წლის 28 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, სამართლებრივი, მატერიალურ-ტექნიკური, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ლევან დავითულიანს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები