დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/10/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.149.016007 |
|
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული კასპის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 05 ივნისის ინიციატივა №82-82241575 კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში მდებარე გეოგრაფიული ობიექტს - ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭოს/ეწოდოს დეკანოზ მამა დავით ქვლივიძის უკვდავსაყოფად მისი სახელი. დეკანოზი დავითი გამოირჩეოდა თავისი მოღვაწეობით. მისი საქმიანობა ხელს უწყობდა, როგორც ქრისტიანული რელიგიის გავრცელებას ასევე, საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების განვითარებას. მამა დავითის წინამძღოლობით და ძალისხმევით აღდგა და რესტავრაცია გაუკეთდა სოფელში მდებარე თევდორე ტირონის და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებს. დეკანოზი მამა დავით ქვლივიძე გარდაიცვალა 2020 წელს. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2024 წლის 21 ივნისს მიღებულ იქნა N29 განკარგულება „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის შესახებ“. მოგვიანებით შემოსულია კასპის მუნიციპალიტეტის მერის წერილი, რომლითაც დაზუსტდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში სახელდებულ 1-ლ ქუჩას და მასში შემავალ შესახვევებსა და ჩიხებს ეწოდოს დეკანოზ მამა დავით ქვლივიძის სახელი. საკრებულოს აპარატის მიერ გავლილი იქნა ყველა აუცილებელი პროცედურა, საკითხის საჯარო გამოქვეყნებისთვის და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მიერ და მიღებულ იქნა დადებითი დასკვნა.
სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად: 1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში სახელდებულ 1-ლ ქუჩას და მასში შემავალ შესახვევებსა და ჩიხებს ეწოდოს დეკანოზ მამა დავით ქვლივიძის სახელი. 2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30). საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი |
დოკუმენტის კომენტარები