სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 080180000.10.003.024756
361
23/10/2024
ვებგვერდი, 23/10/2024
080180000.10.003.024756
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №361

2024 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა

სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება:

ა) საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან/და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;

გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები;

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;

ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ადმინისტრაციული შენობები;

ზ) საქართველოს პროკურატურის სისტემის ადმინისტრაციული შენობები;

თ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა;

ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;

კ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;

ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობა;

მ) საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები;

ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა;

ო) საქართველოს საპატრიარქო;

პ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი;

ჟ) საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურა და ობიექტი;

რ) ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი;

ს) გაზსაცავი ობიექტი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი);

ტ) გაზშემკრები სადგური;

უ) ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტი, მისი საწარმოო სიმძლავრის მიუხედავად;

ფ) მაღალი ძაბვის ქვესადგური (110 კვ და მეტი);

ქ) ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვის ობიექტი და სისტემა;

ღ) იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;

ყ) სახელმწიფო ან სამობილიზაციო რეზერვის სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი;

შ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ბიოუსაფრთხოების (BSL) პირველი ან მე-2 დონის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებსა და კვლევებს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებსა და საშიშ ინფექციურ დაავადებებზე;

ჩ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა;

ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობა;

ძ) შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა;

წ) ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია (ნავმისადგომები, ტერმინალები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, სტაციონარული საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, შესასვლელი არხი);

ჭ) რკინიგზა, რკინიგზის სადგური და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა;

ხ) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;

ჯ) მეტროპოლიტენი;

ჰ) აეროპორტის ტერიტორია.