დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის № 56 ბრძანებაში „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12(18), 18/03/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000100.01(2).003.000495 |
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №10
1999 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანებაში „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ დამატების შეტანის შესახებ
I. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანებაში „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი. ავტოტრანსპორტის ყოველწლიური სავალდებულო ტექნიკური დათვალიერებისათვის გაწეული მომსახურება“.
„კ. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე აირების, კვების სისტემებისა და ხმაურის სავალდებულო შემოწმება (ტოქსიკურობის ტალონი)“.
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ვ. პაპავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები