საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე, ავტოსადგომებსა და ვაგზლებზე, სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილებში სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების საგნების არაორდინალურ პირობებში რეალიზაციის აღკვეთის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 388/ო
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 01/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 06/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).003.000096
388/ო
01/10/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 06/10/1997
000000220.01(2).003.000096
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე, ავტოსადგომებსა და ვაგზლებზე, სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილებში სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების საგნების არაორდინალურ პირობებში რეალიზაციის აღკვეთის შესახებ
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება № 388/№ 558

1997 წლის 1 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე, ავტოსადგომებსა და ვაგზლებზე, სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილებში სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების საგნების არაორდინალურ პირობებში რეალიზაციის აღკვეთის შესახებ

1997 წლის მაისის თვიდან ძალაში შევიდა „საქართველოს კანონი წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის წამალთპოლიტიკა და რომლის მიხედვითაც, სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული, ფარმაცევტული დაწესებულებებიდან.

კანონის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გრძელდება სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო დანიშნულების საგნების რეალიზაცია ულიცენზიო სააფთიაქო ჯიხურებსა და მაღაზიებიდან, უფრო მეტიც: იმატა ქვეყნის მასშტაბით ბაზრებსა და ბაზრობებზე, მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ყოვლად შეუფერებელ პირობებში წალამთვაჭრობამ, თავისი სავალალო შედეგებით; გახშირდა უსერტიფიკატო, საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი, უხარისხო, ფალსიფიცირებული, ვადაგასული და გაუვარგისებული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტები.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების არაორდინალურ პირობებში, ბაზრობებსა და ბაზრებიდან შესაძლო გადინების საკითხი.

მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის, არაორდინალურ პირობებში მედიკამენტების რეალიზაციის, ულიცენზიო სააფთიაქო დაწესებულებების ფუნქციონირების აღკვეთის მიზნით

ვბრძანებთ:

1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით, ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად:

1.1. ჩაატარონ ერთობლივი ღონისძიებები ქვეყანაში ულიცენზიო და არაორდინალურ პირობებში წამალთვაჭრობის ფაქტების გამოსავლენად;

1.2. გამოიყენონ მათზე მინიჭებული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი უფლებები ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული უკანონო მეწარმეთა ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღკვეთის მიზნით.

1.3. 1997 წლის 20 სექტემბრიდან უზრუნველყონ ერთობლივი შემოწმების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც შექმნან სათანადო კომისიები, კომპეტენტური შემადგენლობით.

2. კომისიებმა მასალები ჩატარებული სამუშაოების შესახებ წარმოადგინონ მ/წ ოქტომბრამდე, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების გაერთიანებული კოლეგიის სხდომაზე განსახილველად.

3. კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს ქვეყნის მოსახლეობას მასობრივი ინფორმაციის – პრესისა და ტელევიზიის საშუალებით.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ჯანმრთელობის                            საქართველოს შინაგან

დაცვის მინისტრი                                                  საქმეთა მინისტრი

ა. ჯორბენაძე                                                           კ. თარგამაძე