დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საჭანიოს უბანში N4 ქუჩისთვის ნინი კონჯარიას სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.106.016013 |
|
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საჭანიოს უბანში №4 ქუჩისთვის ნინი კონჯარიას სახელის მინიჭების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის, საჭანიოს უბანში, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩის შესაბამისად, №4 ქუჩას მიენიჭოს ნინი კონჯარიას სახელი. 2. ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჭანიოს უბანში №4 ქუჩაზე არსებულ ჩიხებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ჩიხების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები: №4 ქუჩის პირველ ჩიხს – ნინი კონჯარიას ქუჩის I ჩიხი; №4 ქუჩის მეორე ჩიხს – ნინი კონჯარიას ქუჩის II ჩიხი; №4 ქუჩის მესამე ჩიხს – ნინი კონჯარიას ქუჩის III ჩიხი; №4 ქუჩის მეოთხე ჩიხს – ნინი კონჯარიას ქუჩის IV ჩიხი; 3. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4 . განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. № 3). საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები