დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: გამოღმა ქარიატა და გაღმა ქარიატა ქუჩების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.106.016012 |
|
ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: გამოღმა ქარიატა და გაღმა ქარიატა ქუჩების სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამოღმა ქარიატაში არსებულ ქუჩებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად, ეწოდოს შემდეგი სახელები: №1 ქუჩას – ლევან ჭოჭუას სახელი; №2 ქუჩას – ემზარ წურწუმიას სახელი. 2. ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამოღმა ქარიატაში არსებულ შესახვევებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული შესახვევების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები: №1 ქუჩის I შესახვევს – ლევან ჭოჭუას ქუჩის პირველი შესახვევი; №2 ქუჩის I შესახვევს – ემზარ წურწუმიას ქუჩის პირველი შესახვევი; №2 ქუჩის II შესახვევს – ემზარ წურწუმიას ქუჩის მეორე შესახვევი. 3. ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამოღმა ქარიატაში არსებულ ჩიხებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ჩიხების შესაბამისად, ეწოდოს შემდეგი სახელები: №1 ქუჩის I ჩიხს – ლევან ჭოჭუას ქუჩის პირველი ჩიხი; №1 ქუჩის II ჩიხს – ლევან ჭოჭუას ქუჩის მეორე ჩიხი; №1 ქუჩის III ჩიხს – ლევან ჭოჭუას ქუჩის მესამე ჩიხი; №2 ქუჩის I ჩიხს – ემზარ წურწუმიას ქუჩის პირველი ჩიხი. 4. ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გაღმა ქარიატაში არსებულ ქუჩებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები: №1 ქუჩას – წმინდა გიორგის ქუჩა; №2 ქუჩას– წმინდა ნინოს ქუჩა; №3 ქუჩას – ლაზეთის ქუჩა; №4 ქუჩას – აიეტის ქუჩა. 5. ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გაღმა ქარიატაში არსებულ შესახვევს, თანდართულ რუკაზე მონიშნული შესახვევის შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელი; №2 ქუჩის I შესახვევს – წმინდა ნინოს ქუჩის პირველი შესახვევი. 6. ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გაღმა ქარიატაში არსებულ ჩიხს თანდართულ რუკაზე მონიშნული ჩიხის შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელი: №2 ქუჩის I ჩიხს – წმინდა ნინოს ქუჩის პირველი ჩიხი. 7. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 8. განკარგულება ძალაში შევიდეს 2024 წლის 18 ოქტომბრიდან. 9. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 10. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. № 3). საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები