დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ნ-11 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 18/10/2024 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 350080000.64.076.016141 |
|
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 22/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 350080000.64.076.016059) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-7 პუნქტების, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“; გ) დანართი № 1 და დანართი № 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. ბრძანებით დამტკიცებულ „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესი“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი არეგულირებს ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის (შემდგომ – სამსახური) ელექტრონული ფორმით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროებისა და დაინტერესებულ პირთა მიერ ამ ინფორმაციის გაცნობის წესს.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის: გ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ანგარიშგების ვებგვერდი – ვებგვერდი (www.reportal.ge), რომელზეც ამ წესის შესაბამისად ხდება ანგარიშგების წარდგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნება ანგარიშგების წარდგენის სისტემის მეშვეობით (RMS.reportal.ge);“; გ.ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სუბიექტის გვერდი – ვებგვერდზე სუბიექტის ინდივიდუალური გვერდი, რომელზეც საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით აისახება სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია სუბიექტის შესახებ ამ წესის შესაბამისად;“; გ.ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ჯგუფის შექმნის თარიღი – თარიღი, რომლიდანაც სუბიექტი წარმოადგენს მშობელ საწარმოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“; გ.ა.დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ფუნქციონირებადი საწარმო – ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსი განისაზღვრება კანონით გათვალისწინებული, სუბიექტის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად, რომლითაც ხდება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოება.“; გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის შესაბამისად.“; დ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესით დადგენილი ვადის ათვლისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 2. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის უკანასკნელ რიცხვში. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“; ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სუბიექტი ანგარიშგებას სამსახურს წარუდგენს ელექტრონული ფორმით, ანგარიშგების ვებგვერდის (შემდგომ – ვებგვერდი) გამოყენებით.“; ვ) მე-7 მუხლის: ვ.ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ადმინისტრატორის შეცვლა ვერ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდის ადმინისტრირების პანელიდან, სამსახურის თანამშრომლის მიერ, სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურისთვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმების შემდეგ პირი დარეგისტრირდება ადმინისტრატორად ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.“; ზ) მე-8 მუხლის: ზ.ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ანგარიშგების წარდგენის დროისთვის წარმოადგენს თუ არა სუბიექტი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს;“; ზ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სუბიექტის ანგარიშგების წარდგენის დროისთვის არსებული სდპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაცია და სდპ-ის სახე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეთითება სუბიექტის მიერ.“; თ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სუბიექტი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“- „ქ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ზომითი კატეგორიის განსაზღვრის ჩანართში მითითებული პერიოდებისთვის ავსებს შემდეგ ველებს:“; ი) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. წარსადგენი ინფორმაციის ჩანართები ზომითი კატეგორიის განსაზღვრის შემდეგ ავტომატურად გენერირდება წარსადგენი ინფორმაციის ჩანართები, რომლის თითოეული შესაფერისი ველი სუბიექტმა სრულად უნდა შეავსოს ანგარიშგების სამსახურში გადაგზავნამდე.“; კ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ლ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს ანგარიშგებების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორ(ებ)ის ან ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორ(ებ)ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ნომერი, რის შედეგად ავტომატურად აისახება აუდიტორის სახელი, გვარი და პირადი ნომერი აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე. სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების და პირველი და მეორე კატეგორიების ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორ(ებ)ის/ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორ(ებ)ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოების და მესამე კატეგორიის ჯგუფის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტორის დამატების ჩანართში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სუბიექტს შეუძლია მიუთითოს როგორც არასავალდებულო, ისე სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი გარიგების პარტნიორ(ებ)ის/ინდივიდუალურად საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორ(ებ)ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ნომერი.“; მ) მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. სუბიექტის მიერ შევსებული ციფრული ფორმები ან/და კონსოლიდირებული ციფრული ფორმები არსებითად შეესაბამება ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესაბამის ,,pdf” ფორმატში წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებას, თუმცა ციფრული ფორმები არ ექვემდებარება ანგარიშგების პორტალზე საჯაროდ განთავსებას. მეოთხე კატეგორიის სუბიექტის მიერ შევსებული ციფრული ფორმები ან/და კონსოლიდირებული ციფრული ფორმები, რომლებიც განთავსებულია ანგარიშგების პორტალზე, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას. სამსახური უფლებამოსილია დაამუშაოს და გასცეს საწარმოს მიერ შევსებული ციფრული ფორმებით წარმოდგენილი საჯარო ინფორმაცია.“; ნ) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. თუ საწარმო/ჯგუფი წარადგენს აუდიტირებულ ინდივიდუალურ ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, რომლის შესადარისი პერიოდი კორექტირებულია, სუბიექტი ანგარიშგებას გზავნის „ფინანსური ანგარიშგების შესადარისი პერიოდი კორექტირებულია“ ღილაკის მონიშვნით.“; ო) მე-15 მუხლის: ო.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ სუბიექტი წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს, რომელიც არ არის სდპ ან კანონმდებლობით არ ევალება აუდიტის ჩატარება, ან რომლის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს/სუბიექტი ნებაყოფლობით არ ირჩევს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) გამოყენებას, იგი უფლებამოსილია ატვირთოს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადებული ანგარიშგების შემოკლებული ვერსია, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების ანგარიშგებებს და მათი არსებითი მუხლების სააღრიცხვო პოლიტიკასა და განმარტებით შენიშვნებს. მესამე კატეგორიის საწარმოთათვის ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების, კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ნებაყოფლობითია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშგებებზე ხელმოწერის შესრულება/შტამპის დასმა ხორციელდება ელექტრონულად „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სუბიექტის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს/წესდებით, ან შესაბამისი მინდობილობით განსაზღვრულ პირს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშგებებზე, გარდა ელექტრონული ხელმოწერისა, შეუძლია შეასრულოს პირადი ხელმოწერა.“; ო.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ო.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიშგებები/აუდიტირებული ანგარიშგებები შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს უცხო ენაზე შედგენილი ანგარიშგება და შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ქართულენოვან თარგმანში ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული ტერმინები მითითებული უნდა იქნეს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე – www.saras.gov.ge. სუბიექტმა ქართულ ენაზე შედგენილი ანგარიშგება/სანოტარო წესით („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანება) დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი უნდა ატვირთოს ერთიან დოკუმენტად ანგარიშგების ვებგვერდზე ანგარიშგების ჩანართის „ქართულის“ გრაფაში. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ანგარიშგებას ან მის სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანს წარადგენს უცხო ენაზე, დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ანგარიშგების ჩანართის შესაბამის გრაფაში.“; ო.დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. სუბიექტი ვალდებულია მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს ან/და სხვა სახელმწიფო უწყების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, ანგარიშგებას დაურთოს დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.“; პ) მე-17 მუხლის: პ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ აუდიტორი ხარვეზს დაუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას, იგი ვალდებულია შესაბამის ველში აღწეროს შეუსაბამობის არსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე.“; პ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აუდიტორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშგებები იგზავნება სამსახურში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე.“; პ.გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ამ წესის მე-14 მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ინდივიდუალურ ან/და კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, რომლის შესადარისი პერიოდი კორექტირებულია, აუდიტორი მას ადასტურებს „ფინანსური ანგარიშგების შესადარისი პერიოდი კორექტირებულია“ ღილაკის მონიშვნით.“; ჟ) მე-18 მუხლის: ჟ.ა) პირველ პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) ინფორმაცია საქმიანობის სფეროს შესახებ.“; ჟ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას სამსახური იღებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზიდან, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე, სამსახურსა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციას სამსახური ამუშავებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საფონდო ბირჟების სავაჭრო სისტემაში არსებული საჯარო მონაცემების საფუძველზე.“; რ) მე-19 მუხლის: რ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი მისამართი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ვებგვერდზე არ ქვეყნდება.“; რ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პორტალზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების სისრულეზე, სისწორესა და სამართლიანობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-9, მე-11 და მე-14 მუხლების შესაბამისად სუბიექტის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხს აგებს სუბიექტი. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ წარდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნებასა და გადამოწმებაზე კანონის მე-9 მუხლის მე-3 და 31 პუნქტებისა და ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“; ს) მე-20 მუხლის: ს.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან სუბიექტის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაადგინოს ხარვეზი სუბიექტის მიერ წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და სუბიექტს მოსთხოვოს წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ანგარიშგებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამსახური სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის აღმოფხვრის სირთულის გათვალისწინებით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ოდენობით, აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტი სუბიექტს წარედგინება ანგარიშგების ვებგვერდზე.“; ს.ბ) მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ სუბიექტი ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, არააუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სუბიექტს წარედგინება ვებგვერდზე. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად სუბიექტს განესაზღვრება დამატებითი ვადა. სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 41. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სუბიექტი სამსახურს დასაბუთებულ მოთხოვნას უგზავნის ვებგვერდზე ანგარიშგების დახარვეზების ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება სამსახურში გადაგზავნილია, ან ანგარიშგების გამოთხოვის ღილაკის მეშვეობით, თუ ანგარიშგება გამოქვეყნებულია ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ადასტურებს მოთხოვნას, რის შემდეგაც სუბიექტს ეძლევა საშუალება, შეიტანოს ცვლილება წარდგენილ ანგარიშგებაში. სუბიექტს ინფორმაცია სამსახურის მიერ მოთხოვნის დადასტურების ან დასაბუთებული უარყოფის შესახებ, ეცნობება ვებგვერდზე. სამსახურის მიერ ანგარიშგების ხელახლა წარდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვებგვერდზე ანგარიშგებას ენიჭება სტატუსი – ანგარიშგების პორტალიდან გამოთხოვილი, ხოლო თუ ანგარიშგება არ არის გამოქვეყნებული ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ადასტურებს მოთხოვნას, რის შემდეგაც სუბიექტს ეძლევა საშუალება შეიტანოს ცვლილება ანგარიშგებაში – ამ შემთხვევაში ვებგვერდზე ანგარიშგებას ენიჭება სტატუსი – საწარმოს მოთხოვნით დახარვეზებული.“; ტ) 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე მუხლი: „მუხლი 23. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების პროცესში სამსახურის მიერ მიღებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაცია, მისი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა/განადგურება, პორტირება, ნებისმიერ დროს უარი თქვას გაცემულ თანხმობაზე და გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა.“. |
მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ო.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-15 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ო.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები