დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300350000.10.003.024749 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/12/2022, 300350000.10.003.023767) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია − სიმძლავრის აუქციონზე მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ განაცხადით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მითითებული ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 10 000 (ათი ათასი) ლარზე გამრავლებით. განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება პირდაპირი წესით შერჩევაში მონაწილე დაინტერესებულ პირებზე;“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სიმძლავრის აუქციონის შემთხვევაში, სიმძლავრის აუქციონის კომისია განაცხად(ებ)ს განიხილავს განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 (სამი) თვით, რის შესახებაც სიმძლავრის აუქციონის კომისია ატყობინებს შესაბამის დაინტერესებულ პირ(ებ)ს.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პირდაპირი წესით შერჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია განაცხად(ებ)ის განხილვა დაიწყოს მისი/მათი მიღებისთანავე. სამინისტრომ მიღებული განაცხად(ებ)ის განხილვა უნდა დაასრულოს განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 (სამი) თვით, რის შესახებაც სამინისტრო ატყობინებს შესაბამის დაინტერესებულ პირ(ებ)ს.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სიმძლავრის აუქციონის კომისია/სამინისტრო უფლებამოსილია შეწყვიტოს განაცხად(ებ)ის განხილვა და დაინტერესებულ პირ(ებ)ს დაუბრუნოს განაცხად(ებ)ი და სიმძლავრის აუქციონზე მონაწილეობის შემთხვევაში, ასევე – განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია/განაცხადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებისმიერ დროს.“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სიმძლავრის აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში – განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 10 000 (ათი ათასი) ლარზე გამრავლებით. ამასთანავე, მისი მოქმედების ვადა განაცხადების მიღების დასრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვით;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები