დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელწმიფო სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების მოვლა-შენახვაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 74/22 |
დოკუმენტის მიმღები | ფინანსთა სამინისტრო |
მიღების თარიღი | 26/03/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 25/04/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000002800.12(0).03.000011 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ერთობლივი
ბრძანება №74/№22
1997 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
სახელწმიფო სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების მოვლა-შენახვაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულების „მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ“ მე-4 პუნქტი ითვალისწინებს სახელმწიფო სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების მოვლის სამუშაოთა დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმების შემუშავებას და დამტკიცებას.
ვბრძანებთ:
მიღებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინადადება სახელმწიფო სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების ტექნიკურად გამართვისა და მოვლის სამუშაოთა დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმების 1977-1986 წლებში ამ დანიშნულებით გამოყოფილი საოპერაციო (ელექტროენერგიის ღირებულების გამოკლებით) და კაპრემონტის სახსრების საშუალო მრავალწლიური ოდენობის ძირითადი ფონდების საშუალო მრავალწლურ საბალანსო ღირებულებასთან შეფარდებით განსაზღვრის შესახებ და დამტკიცდეს:
- დარგისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმა (ელექტროენერგიის ღირებულების გარეშე) ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულების 3,47%. მათ შორის:
- საოპერაციო სახსრების ხარჯვის ნორმა ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულების 2.37%;
- კაპიტალური რემონტის სახსრების ხარჯვის ნორმა ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულების 1.1%
2. ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ოდენობა განისაზღვროს მოქმედი მექანიკური სამელირაციო სისტემების ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების შესაბამისად;
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ხარჯვის ნორმები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მოქმედი სამელირაციო სისტემების საბალანსო ღირებულების მიმართ.
საქართველოს ფინანსთა საქართველოს ეკონომიკის
მინისტრი მინისტრი
დ. იაკობიძე ვ. პაპავა
დოკუმენტის კომენტარები