დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 17/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210060.74.086.016066 |
|
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 11-ით დამტკიცებული „ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ნაფიც მსაჯულსა და მსაჯულობის კანდიდატს საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯი აუნაზღაურდება შემდეგი ოდენობით: ა) ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას – 138 ლარის ოდენობით; ბ) გორის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას – 125 ლარის ოდენობით; გ) ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას – 150 ლარის ოდენობით; დ) თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას – 144 ლარის ოდენობით; ე) თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას – 75 ლარის ოდენობით; ვ) რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას – 82 ლარის ოდენობით; ზ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას – 125 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები