დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.024747 |
|
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) 1418 მუხლის პირველი და მე-9 ნაწილების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ის გეოგრაფიული არეალები და მათი სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში მომზადებული საზღვრების ელექტრონული ვერსიები, სადაც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიჩნევისთვის საჭიროა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი კრიტერიუმის დაკმაყოფილება.
2. ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) ლეგალიზებას არ საჭიროებს და კანონიერად მიიჩნევა, თუ იგი აკმაყოფილებს კოდექსის 1418 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით დადასტურდება მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების თავსებადობა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან. ეს პუნქტი არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ იმ გეოგრაფიულ არეალებში (სოფლები, დასახლებები და ა. შ.), რომელთაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ასევე საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (მათ შორის, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის) ტერიტორიასა და მისი დამცავი ზონის ფარგლებში. 3. ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ იმ გეოგრაფიულ არეალებში (სოფლები, დასახლებები და ა. შ.), რომელთაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ასევე საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა (მათ შორის, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის) და მის დამცავ ზონაში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიიჩნევა სამშენებლო დოკუმენტაციის ან შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 4. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა), მათ შორის, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა), ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიჩნევისთვის, გარდა კოდექსის 1418 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმისა, საჭიროა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა. ამგვარი დასკვნა I კლასის შენობა-ნაგებობებთან მიმართებით არ მოითხოვება. 5. თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა), მათ შორის, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) აკმაყოფილებს კოდექსის 1418 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ წარდგენილი არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა, საცხოვრებელ სახლზე (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შენიშვნით: „სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე“ და იგი აისახება საკადასტრო გეგმაზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 26 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები