„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.024746
351
16/10/2024
ვებგვერდი, 17/10/2024
480140000.10.003.024746
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №351

2024 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2024 წლის 27 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მემორანდუმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს საუდის არაბეთის სამეფოს მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე