„მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 349
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024744
349
16/10/2024
ვებგვერდი, 17/10/2024
300160070.10.003.024744
„მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №349

2024 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017655) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. მაღაროები, რომლებშიც გამოიყოფა ფეთქებადსაშიში აირები, აგრეთვე წარმოიქმნება ფეთქებადსაშიში მტვერი, ან ხასიათდებიან მადნის ან თანმდევი ქანების თვითაალებით, უნდა დაიყონ კატეგორიებად სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით, მახასიათებლების დადგენა უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ და აისახოს მაღაროს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტებში.“.

2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია მთავარი განიავების ვენტილატორის მოწყობა (განთავსება) მიწისქვეშ ისეთ მაღაროებში, რომლებშიც არ წარმოიქმნება ფეთქებადსაშიში მტვერი, მოიპოვება არათვითაალებადი მადანი (მათ შორის, თანმდევი ქანები) ან/და არ გამოიყოფა ფეთქებადსაშიში აირები ან მაღაროს არსებობის პერიოდიდან ან, განლაგების გეოლოგიური ველიდან გამომდინარე, არ აქვთ აღნიშნულის პოტენციალი.

11. რეგლამენტის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მთავარი განიავების ვენტილატორის მოწყობა მიწისქვეშ უნდა განხორციელდეს რეგლამენტით ან/და, სხვა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, შედგენილი მაღაროს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტების შესაბამისად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) სავენტიალაციო არხის (სავენტილაციო გვირაბის პორტალიდან სუფთა ჰაერის გამანაწილებელ გვირაბებამდე არსებული სავენტილაციო ტრაქტისთვის განკუთვნილი სივრცე) და ვენტილატორის განსათავსებელი სივრცის გაყვანა და გამაგრება (გვირაბის საგები, მოსახვა, კონსტრუქციული ელემენტები და სხვა) უნდა განხორციელდეს კაპიტალური გვირაბებისათვის გათვალისწინებული ანგარიშების შედეგად განსაზღვრული პარამეტრებისა და მოსახვის საშუალებების შესაბამისად, ისე, რომ ექსპლუატაციის ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფილი იყოს მტვრისგან, სხვადასხვა ნაწილაკებისა და მსუბუქი საგნებისგან, მავნე და მომწამვლელი აირებისაგან დაუბინძურებელი პარამეტრების მქონე ჰაერის ნაკადის მიწოდება, ასევე სამთო წნევებისა და სხვა გეოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე გვირაბის ჩამოქცევის გამორიცხვა; 

ბ) მაღაროს ოპერატორებს, ვენტილატორისა და მასთან დაკავშირებული ელექტრომოწყობილობების განთავსების პოზიციების გათვალისწინებით, შემუშავებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღონისძიებები სავენტილაციო სისტემასთან დაკავშირებული რისკების სამართავად;

გ) სავენტილაციო არხში დაუშვებელია მთავარი განიავების ვენტილატორის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი, გამოყენების პირობების მიხედვით შეუსაბამო შესრულების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების, ასევე აალებადი მასალების, ნაკეთობებისა და აალების წყაროების განთავსება;

დ) ვენტილატორების განთავსებისათვის განკუთვნილი გამონამუშევრები, მთავარი და დამხმარე ვენტილატორების საყრდენები, ასევე ზღუდარები და საჰაერო არხები, რომლებიც აკავშირებენ ვენტილატორებს მაღაროს გვირაბებთან, უნდა იყოს აგებული არააალებადი მასალებისგან, ასევე დაუშვებელია აღნიშნულ სივრცეებში აალებადი მასალების განთავსება;

ე) მთავარი განიავების ვენტილატორის დამონტაჟება უნდა განხორციელდეს მისი მწარმოებლის მონაწილეობით ობიექტის მფლობელის მიერ შედგენილი განთავსების/დამონტაჟების პროექტის თანახმად. აღნიშნული პროექტი უნდა  წარმოადგენდეს მაღაროს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განუყოფელ ნაწილს;

ვ) სავენტილაციო დანადგარების დამონტაჟება უნდა განხორციელდეს დინამიური და სტატიკური დატვირთვების გათვალისწინებით გათვლილ  კონსტრუქციაზე;

ზ) დამონტაჟებული ვენტილატორის განთავსების/დამონტაჟების პროექტთან შესაბამისობა დადასტურებულ უნდა იქნეს ობიექტის მფლობელისა და დანადგარის მწარმოებლის მიერ შედგენილი ერთობლივი აქტით;

თ) სავენტილაციო ჰაერმიმღები სისტემა (პორტალი, ფოლადის ჰაერმიმღები ნაგებობა და სხვა) ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უზრუნველყოფდეს სავენტილაციო ჰაერის მტვრით, მავნე აირებითა და სხვა ნაწილაკებით დაბინძურების თავიდან აცილებას;

ი) ვენტილატორების მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო სივრცე, მათი მაქსიმალურად გამოწეული ნაწილიდან გვირაბის ან სხვა დანიშნულების კედლამდე, ასევე გვერდიგვერდ მდგომი ვენტილატორების გამოწეულ ნაწილებს შორის უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

კ) სავენტილაციო დანადგარის ჭავლის მიღების მხარეს უნდა მოეწყოს გვირაბის გადამღობი ჰერმეტული ტიხარი, ჰაერის დანაკარგების გამორიცხვისათვის, რომელსაც უნდა ჰქონდეს არანაკლებ 0.9 მეტრი სიგანის გასასვლელის მქონე სავენტილაციო რაბის ტიპის ნაგებობა, სავენტილაციო და ავარიული საევაკუაციო დანიშნულების ორი კარით;

ლ) მთავარი განიავების ვენტილატორის სავენტილაციო კამერას (სათავსს) უნდა ჰქონდეს ვენტილატორის მონტაჟის, დემონტაჟისა და მომსახურებისთვის გამოყენებული მექანიზმებით (ამწე, ჯალამბარი და სხვა) და მოწყობილობებით სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებისათვის განსაზღვრული შესაბამისი სივრცე. აღნიშნული სივრცის განსაზღვრისათვის ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ვენტილატორის ტექნიკური მახასიათებლები;

მ) ჰაერის მიმღებ სავენტილაციო არხში ჰაერის პარამეტრები (წნევა, სიჩქარე და სხვა) უნდა შეესაბამებოდეს მაღაროს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტებით განსაზღვრულ მაჩვენებლებს;

ნ) სავენტილაციო დანადგარის გამონამუშევარში განთავსებამ არ უნდა დაარღვიოს მაღაროს ნებისმიერი ჰორიზონტიდან ადამიანებისთვის, სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მოწყობილი, ორი დამოუკიდებელი გასასვლელის არსებობის პრინციპი;

ო) მთავარი განიავების ვენტილატორების ელექტროკვებისათვის განკუთვნილი დანადგარები და საკომუტაციო აპარატურა, მიწისქვეშ განლაგების შემთხვევაში, უნდა განთავსდეს ჰაერის გადაადგილების ტრაქტისათვის განკუთვნილი გვირაბისა და ჰაერის ჭავლისგან იზოლირებულ  საკანში (კამერაში), ჰაერის დაჭირხვნის მხარეს და ჰქონდეს შესაბამისი ავტომატური ხანძარქრობის სისტემა და განიავება;

პ) მთავარი განიავების ვენტილატორები სავენტილაციო გვირაბში უნდა განთავსდეს ჰაერმიმღები სისტემიდან (პორტალი, ფოლადის ჰაერმიმღები ნაგებობა და სხვა) არაუმეტეს 150 მეტრის ფარგლებში;

ჟ) სავენტილაციო არხის პორტალზე (შესასვლელზე), რომელშიც განთავსებულია მთავარი განიავების ვენტილატორი, უნდა დამონტაჟდეს ცხაურა, შესაბამისი ადგილობრივი შიგნიდან გაღებადი და დისტანციური ჩამკეტი მექანიზმით და სიგნალიზაციით, უცხო პირთა შესვლის გამოსარიცხად;

რ) სავენტილაციო არხის პორტალის გარე მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დამონტაჟდეს საოპერატოროსთან დაკავშირებული მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა;

ს) მიწისქვეშ განთავსებულ მთავარი განიავების ვენტილატორთან დაკავშირებულ ხანძრის წარმოშობის საშიშროების კერებთან უნდა დამონტაჟდეს ხანძრის დეტექციისა და ავტომატური ხანძარქრობის სისტემა;

ტ) მთავარი განიავების ვენტილატორსა და მისთვის განკუთვნილ ელექტრომოწყობილობების კამერასთან უნდა განთავსდეს ხანძარქრობისთვის განკუთვნილი ჰიდრანტი;

უ) მაღაროს ტერიტორიაზე მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური შეტყობინების სისტემები, ვენტილატორის არაგეგმური გაჩერების შემთხვევაში;

ფ) მთავარი განიავების ვენტილატორის მიწისქვეშ განთავსებამდე უნდა მომზადდეს მაღაროს ვენტილაციაზე ვენტილატორის სავარაუდო ზეგავლენის კვლევა და ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ვენტილატორის ტიპი, გაბარიტები და განთავსების ადგილი;

ქ) მთავარი განიავების ვენტილატორი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები უნდა განთავსდეს ისე, რომ არ ექცეოდნენ შესაძლო აფეთქების არეალში;

ღ) მთავარი განიავების ვენტილატორთან დაკავშირებული ყველა ელექტრომოწყობილობა და აღჭურვილობა, რომლებიც განთავსებულია სავენტილაციო არხში, გამოყენების პირობების მიხედვით უნდა იყოს შესაბამისი შესრულების, ხოლო კაბელები ხანძარმედეგი შესრულების;

ყ) თუ მთავარი განიავების ვენტილატორის სარეზერვო დენის წყაროდ გამოიყენება შიდა წვის ძრავიანი გენერატორი, იგი უნდა დამონტაჟდეს მიწის ზედაპირზე არააალებად საფარში, მაღაროში შემავალი ან გამომავალი ჰაერის ნაკადისგან იზოლირებით, ისე რომ გამონაბოლქვმა აირებმა არ დააბინძურონ მაღაროს ატმოსფერო და  დაცული იყოს შესაძლო ხანძრისგან ან აფეთქებისგან;

შ) სავენტილაციო დანადგარი დამზადებული უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტების ან/და საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების შესაბამისად, ჰქონდეს შესაბამისობის სერტიფიკატი და მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაცია (მაიდენტიფიცირებელი და ტექნიკური მახასიათებლების, მომსახურების და ექსპლუატაციის პირობების ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია, ელექტროსქემები, გრაფიკული ნახაზები და სხვა);

ჩ) მთავარი განიავების ვენტილატორს უნდა ჰქონდეს მიწისზედა საოპერატორო პუნქტიდან ოპერირებადი ვენტილატორის მუშაობის მონიტორინგის ავტომატიზებული მართვის სისტემა, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სათანადო კვალიფიციური პერსონალი;

ც) მთავარი განიავების ვენტილატორის ამძრავი ღვედები და არალითონის ფრთები უნდა იყოს დამზადებული სტატიკური მუხტის გამტარი მასალისაგან;

ძ) მიწისქვეშ განთავსებული მთავარი განიავების ვენტილატორები აღჭურვილი უნდა იყოს ძრავის ტემპერატურის კონტროლის, საკისრების ტემპერატურის კონტროლისა და ვიბრაციის კონტროლის სენსორებით;

წ) მიწისქვეშ დამონტაჟებულ მთავარი განიავების ვენტილატორებს უნდა ჰქონდეთ ვენტილატორზე წნევის ზრდის შედეგად გამოწვეული ჭავლის გადაბრუნების დაცვა;

ჭ) სავენტილაციო დანადგარს უნდა ჰქონდეს:

ჭ.ა) ელექტრული ძაბვის ცვლილებისაგან, დენის მოკლე შერთვისაგან და  დენის გაჟონვისაგან დაცვა;

ჭ.ბ) ელექტრო და მექანიკური საამწყობო ერთეულების გადახურების დეტექციის მოწყობილობები;

ჭ.გ) სამუშაო პარამეტრების, მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმატიული რეჟიმიდან გადახრის შემთხვევაში, განთავსების ადგილზე და დისტანციურად მართვის საოპერატოროში გაფრთხილებისა და განგაშის ხმოვანი და ვიზუალური სიგნალიზაციის, ასევე ავტომატური გათიშვის სისტემები;

ჭ.დ)  შემავალ და გამომავალ სავენტილაციო ჭავლში კვამლის დეტექციის მოწყობილობა;

ჭ.ე) ჰერმეტულად დაკეტვადი, გამომავალი სავენტილაციო ჭავლის გადამღობი დარაბა (ჟალუზი) მექანიკური (ელექტრო, ხელით) და ავარიულ შემთხვევებში ავტომატური დაკეტვის რეჟიმით;

ჭ.ვ) ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების სისტემა;

ჭ.ზ) ჰაერის ჭავლის მიმღებზე ბადე (ცხაურა), სხვადასხვა სახის საგნების დანადგარის სავენტილაციო ტრაქტში მოხვედრის შეზღუდვის მიზნით;

ხ) სავენტილაციო დანადგარზე სარემონტო სამუშაოების განხორციელება დასაშვებია ხელით სამართი ელექტრული საკომუტაციო აპარატით (ჩამრაზით) ელექტრული წრედის გათიშვის შემდეგ.“.

3. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-7,  მე-10, მე-11 და მე-13 პუნქტებში, მე-13 მუხლის მე-2, მე-6, მე-9, მე-10 და        მე-13 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-12 და მე-13 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-8 პუნქტში, მე-16 მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 პუნქტებში, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-18 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-19 მუხლის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებში, მე-20 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში, 21-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, 22-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-9 პუნქტებსა და მე-11 პუნქტის „ა“,   „ბ“,  „გ“,  „დ“,  „ე“, „ვ“, „ზ“,  „თ“,  „ი“,  „კ“,  „ლ“,  „მ“,   „ნ“,  „ო“, „პ“,  „ჟ“,  „რ“,  „ს“,  „ტ“,  „უ“, „ფ“,  „ქ“,  „ღ“,  „ყ“,  „შ“,  „ჩ“,  „ც“,  „ძ“,  „წ“, „ჭ.ა“,  „ჭ.ბ“,  „ჭ.გ“, „ჭ.დ“,  „ჭ.ე“,  „ჭ.ვ“,  „ჭ.ზ“  და „ხ“ ქვეპუნქტებში, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 25-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებში, 26-ე მუხლში, 27-ე მუხლში, 28-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8 და მე-14 პუნქტებში, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, მე-4, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტებში,  მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, 30-ე მუხლში, 32-ე მუხლში, 34-ე მუხლის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-13 პუნქტებში, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში, მე-4 და მე-5 პუნქტებში, 39-ე მუხლის პირველ პუნქტში და მე-12 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტებში, 41-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 42-ე მუხლის პირველ პუნქტში, 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-12 პუნქტში, 44-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-7 და მე-8 პუნქტებში, 45-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებში, 49-ე მუხლის  მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში, 50-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.“.

4. 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-13 მუხლის მე-3, მე-8, მე-11 და მე-12 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-8 და მე-14 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-6 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-10 პუნქტში, მე-17 მუხლის პირველ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტებში, მე-18 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, მე-6 და მე-8 პუნქტებში, 22-ე მუხლის პირველ და მე-10 პუნქტებში, 28-ე მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტებში, მე-10 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-12 და მე-13 პუნქტებში, 29-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-12 პუნქტებში, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში, მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, 39-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში, მე-12 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 43-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, 45-ე მუხლის მე-15 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე